#47663446 · 26 Apr 2016, 16:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ბოლო დროს კოლაბორაციონისტები (დიახ როდესაც საოკუპაციო ძალებს გულშემატკივრობ და ოკუპანტ ქვეყანას ემხრობი ხარ კოლაბორაციონისტი) ახალ "მეტოდიჩკას" იყენებენ, ჯერჯერობით იმის უარყოფას ვერ ბედავენ რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს 20% ოკუპაცია, მაგრამ რაღაცა მაინც ხომ უნდა თქვან.
"მეტოდიჩკა" შემდეგ ორ დებულებას მოიცავს.
1. "რუსეთმა კი მოახდინა 20% ოკუპაცია მაგრამ ამერიკას 80% აქვს ოკუპირებული". მოდით დავჯდეთ მანქანაში და ვნახოთ რომელ ქალაქში დაბაში თუ სოფელში არ შეგვიშვებენ ბიძია სემის პირსისხლიანი GI Joe-ები. შემდეგ ვნახოთ შეგვიშვებენ თუ არა ერთმორწმუნე რუსი ვანიები ე.წ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში. რომელიმე კაბინეტში ზის ვინმე ჯონი და იქიდან იძლევა ქვეყნის მართვის დირექტივებს? არა მგონია, კი გვაძლევენ შენიშვნებს და რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინება ან არგათვალისწინება ჩვენი პრეროგატივაა, გაჯიუტდებიან უცხოელი კეთილისმყოფელები? შევუცვლით ბოლო-ბოლო ქვეყანას საგარეო კურს და მაგით დამთავრდება. რომ ამბობთ ამერიკას ოკუპირებული აქვს საქართველოო წმინდა წყლის ტყუილია. ახდენს ჩვენს პოლიტიკაზე ზეგავლენას, შეიძლება მაგრამ ეს ოკუპაციისგან ძალიან შორს არის, ოკუპაცია არის ის რასაც რუსეთი აკეთებს.
2."თუ რუსეთია ოკუპანტი, განა თურქეთი არ არის?" ჯერ ერთი ჩვენ ვაღიარეთ მაგ ტერიტორიების თურქეთისადმი გადაცემა და საზღვრის დემარკაცია მოვახდინეთ. მსოფლიო აღიარებს თურქეთს მაგ საზღვრებში, იქ მაცხოვრებელი მკვიდრი ლაზები თვლიან რომ თურქეთის არის ეგ ტერიტორია. ასე რომ მოდით დააყენეთ ერთი ადგილი. კარგი დავუშვათ თურქეთი ოკუპანტია, ეხლა რა ვქნათ "თუ თურქეთისთვის შეიძლება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთმა რა დააშავას" პრინციპით ვიმოქმედოთ? მოდი არ დავივიწყოთ რომ ეგ ოკუპიურებული მხარე ისევ რუსებმა უფეშქაშეს ათათურქს ასე რომ როდესაც რუსეთუმე გამოდის და საქართველოს მაგ ძირძველი ტერიტორიის ოკუპაციაზე მესაუბრება უბრალოდ ა მ ა ზ რ ზ ე ნ ი ა ! ! !
This post has been edited by 4L3X on 26 Apr 2016, 17:07
--------------------
Слава Україні, Героям слава!!! Слава нації. Смерть ворогам!!!
|