#47658848 · 26 Apr 2016, 00:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემო მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ერთი ძალიან მტკივნეული თემით. ბავშვობიდან მაწუხებს ფეხი. მაწუხებს რა, 12 წლიდან მაქვს 39-40 ზომა. დროთა მანძილზე, წლების განმავლობაში, ფეხს ზომაში არ მოუმატია, მაგრამ სამაგიეროდ დაიწყო გაგანიერება. ისე გაგანიერდა, რომ ძალიან მიჭირს ფეხასცმლის პოვნა. სულ ბოტასებით ხომ ვერ ვივლი? ამას დაერთო ისიც, რომ რევმატოლოგთან მივედი 4-5 წლის წინ, ჰოდა, „მომახარა" ბრტყელყტერფიანი ხარო. რასაკვირველია, ვერ მივაქციე ყურადღება, ჯერ ერთი სხვა გართულებას ვმკურნალობდი იმ პერიოდში და ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ მივედი სუპინატორის ასაღებად. შარშანწინ გავაჩინე ბავშვი აგვისტოში და ისე ცხელოდა, რომ სასტიკად დამისივდა ფეხები. რომ ვიმშობიარე, ვიფიქრე, გაივლის-მეთქი. მაგრამ კოჭებზე შესიება დამრჩა, ანალიზებიც გავიკეთე, მაგრამ დღემდე კოჭებთან შესიება ოდნავ მაქვს, ზამთარშიც კი. წონა მომემატა, რადგან ბუნებრივ კვებაზე მყავდა (81 კილო გავხდი), ეხლა დავიკელი 11 კილო, მაგრამ შესიება მაინც არის. ეს იმდენად არ მაწუხებს, რამდენადაც ფეხის ცერის ტკივილი. რამდენიმე თვის წინ შევამჩნიე, რომ ორივე ცერის გარშემო თითქოს გაქვავდა, თითებს ვერ ვამოძრავებ წესიერად, ან თუ გადავწიე, მეკვანძება და მტკივა. ზამთარში ოდნავ ქუსლიანი ჩექმები მეცვა (ესეც რომ ვიყიდე, მაინც მაჭერდა, მიუხედავად იმისა, რომ განიერია) და არ მტკივდებოდა ფეხი. ეხლა ჩავიცვი თითქმის სწორძირიანი და ტერფის შიგნით ცერიდან მოყოლებული კოჭამდე გამეჭედა. ისე, რომ რომ ვჭიმავ ფეხს ოდნავ წინ, მეკვანძება ისე, რომ ფეხს ვეღარ ვადგამ. (მადლობა, რომ ეს ტექსტი ბოლომდე წაიკითხეთ!!!)
ახლა ჩემი კითხვა:
1. რენტგენი გადავიღო და მივუტანო სპეციალისტს? 2. რომელ სპეციალისტს?
და იქნებ კიდევ რამე მირჩიოთ.
მადლობა ყურადღებისთვის!!!
--------------------
What we do in life echoes in eternity.
|