დავმარტოსულფიქსირდები თემაში.
მარტოსულობა ხშირი, მასიური და მგონი გაბუნებრივებულია.
და საერთო არა აქვს მეგობრების, ოჯახის წევრების და ზოგადად ახლობელი ადამიანის სიმრავლესთან შენს ცხოვრებაში.
ეს ყველაფერი მაშინ ხდება ნათელი, როდესაც დიდი სიძნელე, გაჭირვება შეხვდება ადამიანს. თუ არადა, ცხოვრობენ ილუზიაში რომ მრავალი და შეშმარიტი მეგობართა, ახლობელთა დასი ჰყავთ.
მე საშინლად მარტოსული ვარ. მეც კი მივატოვე ჩემი სული. ხოლო ჩემი მონათესავე სულები, 2 ან 3 ადამიანი ჩემთან ვეღარაა და მეც ვერ ვარ მათთან.
ყელში ბურთი
ეჰ...
მაინც ვერ გამოვხატე ბოლომდე.
რომ მესმეოდეს, ერთი პატარა ჭიქა რამე ისეთს დავლევდი, ერთ ყლუპს რომ წამიერად გულიც გაეჩერებინა და შემდეგ მოეტანა.
შემდეგ რამე ან ვინმე გასართობს გამოვუძებნიდი თავს.
This post has been edited by ESTRELLA on 1 May 2016, 19:16