არ ვიცი ამ განყოფილებაში სწორად ვწერ თუ არა, მაგრამ თუ რამე, მოდერი გადამამისამართებს

მოკლედ, დღეს აღმოვაჩინე, რომ იმეილის პაროლი იყო შეცვლილი და შემოსული/გასული მეილების პაპკებიც წაშლილი. “Recent activity”-ში ჩანს, რომ პაროლის შეცვლა მოხდა გუშინ ორჯერ თბილისის დროით გამთენიისას რუსეთის ტერიტორიიდან. ვინც ერკვევით ასეთ საკითხებში, იქნებ დამაკვალიანოთ, რამდენად სწორი შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია, შეიძლება ყოფილიყო თუ არა ვირუსის ბრალი და საერთოდ რა დამატებითი ინფორმაციის მოძიება შემიძლია ჩემი ძალებით. ასევე, მაინტერესებს, თუ არის შესაძლებელი წაშლილი იმეილების აღდგენა.
ხო, კიდე ის უნდა მეთქვა, რომ როცა პაროლი შემიცვალეს, მე ხომ უნდა მომსვლოდა ტელეფონზე კოდი ახალი პაროლის დასადასტურებლად? და არაფერი მომსვლია
მადლობა წინასწარ
This post has been edited by stenka on 25 Apr 2016, 22:20