600-700$-იანი ბილეთები არაა F1-ის მუღამი

პრიამიკის ყურება თუ გისწორდებათ, ჰო, მაგრამ F1 პრიამიკი არაა.
ეგ ბილეთები არის გათვლილი F1-ის "ლამერებზე".
არის გაცილებით იაფიანი ბილეთები გაცილებით უკეთეს ადგილებში, სადაც უფრო მეტი გასწრება და კარგი მომენტი იდება.
+ არის General Admission, ე.წ. 99$-იანი ბილეთები, რომლიც ხედმაც შეიძლება ბევრ გრანდსტენდსაც აჯობოს. უბრალოდ, GA ზონაში სკამები არაა, შენ უნდა მიიტანო ან ძირს დაჯდე პირდაპირ ან დადგე.
+GA ბილეთით ყველა GA ზონაში შეგიძლია შესვლა და რბოლის დროს გადაადგილებაც.
+ ბევრგან GA ზონა გრანდსტენდებთან ახლოსაა, სადაც დიდი ტელევიზორებიცაა დამონტაჟებული და რაც იმ კონკრეტულ გზის მონაკვეთზე არ ხდება, იმას TV-ზე უყურებთ.
მაგალითად, ბაქოში GA ზონებს შეხედეთ Giz Galasi გრანდსტენდის აქეთ იქით, კარგი ადგილია საკმაოდ.