ვიცი რომ უცხოური პირველობების თემა გვაქვს მაგრამ მე მგონი ჯობია ერთს თუ გავხსნით კონრეტულად ჩვენი კონკურენტების დასაზვერად. რუმინეთის, რუსეთის და სხვა მეორე ეშელონის ტურნირებს ვინც ადევნებთ თვალს დაპოსტეთ ხოლმე, მემგონი საინტერესოა, შეგვიძლია რაღაც რაღაცეები ვისწავლოთ კიდეც.
ვინაიდან მე ამერიკის ბინადარი გახლავართ და რაგბსაც აქ ვთამაშობდი, ამერიკის ახალ პრო ლიგაზე დავდებ ინფორმაციებს.
პრო ლიგის იდეა არცთუ დიდი ხნის წინ გაჩნდა იანკების მხარეში, დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყეს საუბრები, ერთი კვირის წინ კი ოფიციალურად გაიხსნა ჩემპიონატი. ოფიციალური საიტი
http://www.prorugby.org/წლევანდელ ჩემპიონატში ხუთი გუნდი ასპარეზობს
სან ფრანცისკო
სან დიეგო
საკრამენტო
დენვერი
ოჰაიო
პირველი ტური წინა კვირას გაიმართა
დენვერი 16-13 ოჰაიო
საკრამენტო 37-25 სან ფრანცისკო
დღეს მეორე ტურის მატჩები იმართება
სან დიეგო 38-24 საკრამენტოს
სან ფრანცისკო - დენვერი (24 აპრ)
მატჩები პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ
http://www.aol.com/sports/ ზე, ჩანაწერებიც იმავე საიტზე იდება.
საინტერესო ის არის რომ ამ ლიგამ ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე უკვე მიიზიდა, ორგანიზატორები ამბობენ რომ მთავარი ჯერ კიდევ წინ არის, მომავალ წელს აღმოსავლეთ კონფერენციის ჩამოყალიბებას აპირებენ, თითქმის დასრულებულია მოლაპარაკებები ნიუ იორკის და რამოდენიმე სხვა ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონის გუნდის დაარსებაზე.
ახლა კი ჩამონათვალი ჩვენთვის ნაცნობი სანაკრებო მოთამაშეებისა.
სან ფრანცისკო
მილს მულიაინა, ფულბეკი (სამოა)
ნიკ ბლევინსი, ცენტრი (კანადა)
საკრამენტო
ჯონ ქუილი, ფლანკერი (აშშ) წარმოშობით ირლანდიელი
მირკო ბერგამასკო, ცენტრი/ფულბეკი (იტალია)
რეი ბარკვილი, ხუნკერი (კანადა)
სან დიეგო (ფავორიტებად მიიჩნევენ)
ენდრიუ სუნიულა, ცენტრი (აშშ)
კურტ მორათი, #10 (ტონგა)
ფილ მაკკენზი, ფრთა (კანადა)
ტაკუზა ნგვენია, ფრთა (აშშ)
ტიმ სტენფილი, ფრთა/ფულბეკი (აშშ)
დენვერი და ოჰაიო
ჩვენთვის ნაცნობი არავინ მაგრამ ბევრი ლეგიონერი ჰყავთ იმპერიიდან.
ხარისხს რაც შეეხება, მეორე თამაშს ვუყურებ და ხარისხი ძალიან მაღალია, პროფესიონალიზმზე, მარკეტინგზე და ორგანიზებაზე არაფერს ვიტყვი რადგან ცოტა მრცხვენია, სამ თვეში ორგანიზებული ტურნირი უფრო გამართულია ვიდრე ჩვენი მრავალ წლიანი ნაცოდვილარი.
თუ ბი ქონთინიუდ......
This post has been edited by FullbackAce on 24 Apr 2016, 03:50