#47670966 · 27 Apr 2016, 14:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა!
ამ პრობლემას გადამიწყვეტთ?
კორპუსის ნახევარსარდაფიდან გვინდა კარის და ამოსასვლელი კიბის გამოჭრა , რომელიც ტროტუარზე გამოდის ქუჩის მხარეს (ფართო ტროტუარია, 5 მეტრამდე სიგანის)
მერიის ცხელ ხაზს ველაპარაკე და თუ ფართობი თქვენია, მაშინ არსებული მდგომარეობის ფოტო, ფოტო-რენდერი (ამოჭრილი კიბით, კარით და ზომებით) და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ატვირთეთო tac.ge-ზე და ეგააო. ამხანაგობა უნდა მეთქი-ვკითხე და რახან საკუთარია, არ ჭირდებაო
ეგრე გავაკეთეთ და დაგვიდგინეს ხარვეზი, კერძოდ:
"იმისათვის რომ სამსახურმა იმსჯელოს საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოადგინოთ ესკიზური ნახაზები (გეგმა, ჭრილი) დეტალურად ყველა გაბარიტული ზომის მითითებით. გარდა ამისა ველში "ფაილის მიმაგრება უნდა აიტვირთოს საკადასტრო გეგმა მასზე საპროექტო კიბის მონიშვნით. გაითვალისწინეთ: იმ შემთხვევაში, თუ კიბის მოწყობა დაგეგმილია თანასაკუტრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, დამატებით წარმოსადგენი იქნება ამხანაგობის კრების ოქმი (მობინადრეთა თანხმობა) რაც უნდა აიტვირთოს საჭიროების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3 თანხმობის" ველში (ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მოწვეული კრების შედეგად შედგენილი ) ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით კრების დამსწრე წევრების რაოდენობის მითითებით. ხოლო იმ შემტხვევაი თუ კიბე ეწყობა საკადასტრო საზღვრის მიღმა, დაურეგისტრირებელ ნაკვეთზე, აღნიშნული საჭიროებს თანხმობის მოპოვებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოდან. სამსახური გაგიწევთ შუამდგომლობას და აღნიშნული საკითხი გადაგზავნილი იქნება აღნიშნულ უწყებაში, რომლის გადაწყვეტილებასაც გაცნობებთ დამატებით."
ხოდა, ეხლა ვეღარ გავიგე რა უნდა ვქნათ?
საკუთრებაში ქოლ-ოპერატორმა ალბათ ის იგულისხმა, რომ სადაც კიბე გამოდის , ის ადგილიც საკუთარი უდნა ყოფილიყო და არა ტროტუარი
თუმცა ეგ ტროტუარი შეიძლება კორპუსის საკუთრებაში შედიოდეს და ამ შემთხვევაში ამხანაგობის ნებართვა მინდა. მარა თუ არავის საკუთრება არაა, როგორც ესენი წერენ, გვიშუამდგომლებენ ქონების მართვის სააგენტოში.
ხოდა, საკადასტრო ზოლს მიღმაა თუ არა, ეგ როგორ გავიგო და ამის დამადასტურებელი ცნობა რა ფორმით მოვიპოვო, რომ არქიტექტურამ შუამდგომლობა გაგვიწიოს ქონების მართვაში? და ის დანარჩენი ესკიზური ნახაზები (გეგმა, ჭრილი) ვის გავაკეთებინო?
მოკლედ, შეგიძლიათ თითონ მიხედოთ და ადამიანურად მომიგვაროთ ეს ამბავი?
--------------------
მზეს თიხით ვერ შელესავ !!!
|