+1
ხო პრობლემას რაც შეეხება ჩემი აზრით არ იქნება მანდ მხოლოდ თერმოპასტის ამბავი, მაგის კრისტალი პირდაპირ რადიატორს ედება ყოველგვარი დაბრკოლების და სითბოგამანაწილებლების გარეშე, ასე რომ იმ დონეზე თერმოპასტას არ აქვს წილი, რომ მაგ ტემპერატურაზე გარბოდეს
მქონდა ეგეთი რამოდენიმე კარტა(ერთი მკვდარი ეხლაც მაქვს

) მაგარი მურტალი რადიატორი აქვს, დასაშლელად ხომ გაგაწვალებს კაცს და ასაწყობად ნერვები გინდა კარგი, ერთი დამჭერის ცოტა მეტად მოჭერა ვიდრე მეორე და ვერ იღებ სასურველ შედეგს, არადა 18 თუ 20 დამჭერზეა

მოკლედ:
უნდა დაიშალოს(მანამდე აუცილებლად თერმობალიშები მოიმარაგე, გახსნინას ყველა ფუჭდება)
თერმოპასტას გამოუცვლი + თერმობალიშებსაც, როგორც მახსოვს 0.5მმ-იანები უნდა ჩიპებზე და 1მმ-იანი კვების ფაზებზე
ააწყობ და ნახავ შედეგი როგორი იქნება
თუ ისევ გაიქცა ტემპერატურა 2 ვარიანტი რჩება, ან ჩიპია გადახურებული ან რადიატიორთან კონტაქტი არ აქვს კარგი
პირველ ვარიანტში (მე სუვენირად მაქვს ჩიპ მკვდარი და შენ არ ვიცი რას უზავ)
მეორე ვარიანტში რადიატორია სანახავი , დამჭერები ხომ არაა გაფუჭებული ან თვითონ რადიატორი დეფორმირებული
აწყობ, ნახულობ შეხების წერტილებს, თუ არაა კარგი შლი და ასწორებ ზედაპირს სადაც მეტად ედება (შკურკით აშლიფოვკებ, აპრიალებ რა)
ამ პროცესს აკეთებ მცირე დოზებით, რადგან მეტად ზედაპირის ან დამჭერების გაშურკვამ შეილება უარესად დააშოროს რადიატორი და კრისტალი, ან მიაახლოოს ისე რომ დაჭერისას კრისტალზე წონა მეტი მოვიდეს და გატყდეს
დასაწყისისთვის კარგი თერმოპასტა და თერმობალიშები გინდა
მეორე ეტაპზე შკურკა და კარგი ნერვები
მესამე ეტაპზე თუ რადიატორია დამნაშავე და ვერ შველი სხვა რადიატორი
მეოთხე ეტაპზე თუ გადახვედი ესეიგი ჩიპი უბერავს და უფრო ცუდადაა საქმე
მოკლედ ამდენი იმედია ტყუილად არ მაწერინე და შეუდგები საქმეს
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”