აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კახეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიები გამოიწერეს. სიღნაღის საკრებულოსა და გამგეობაში პრემიებზე 96 540 ლარი გაიცემა, დედოფლისწყაროს საკრებულოსა და გამგეობაში - 100 000 ლარი, გურჯაანის საკრებულოში - 35 000, ყვარლის გამგეობაში - 50 000, ახმეტის გამგეობასა და საკრებულოში - 80 ათას ლარზე მეტი, ლაგოდეხის თვითმმართველობის ორგანოებში - 116 540 ლარი.
არსებული ინფორმაციით, სააღდგომო პრემიებზე ყველაზე დიდი თანხა, დაახლოებით 118 000 ლარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში გაიცა. აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი საგარეჯოს თვითმმართველობის ორგანოებიდან ორი დღის განმავლობაში ითხოვდა. საბოლოოდ, საჯარო ინფორმაცია მხოლოდ საკრებულოდან მოგვაწოდეს, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს თანამდებობის პირებსა და საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის სახით 29 110 ლარი გაიცა.
„სადღესასწაულო პრემია რატომ არუნდა გავცეთ? როგორც ყოველ წელს, წელსაც თანამდებობის პირები, საკრებულოს კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეები მიიღებენ“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ფრიდონ ბურდულმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სააღდგომო პრემიის სახით გაცემული 96 540 ლარიდან 27 000 ლარი საკრებულოს, ხოლო 69 540 ლარი გამგეობის თანამშრომლებმა მიიღეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ჯანიკაშვილის განცხადებით, პრემიები თანამშრომლების წასახალისებლად გასცემენ: „ჩემს თანამშრომლებს 440 ლარი აქვთ ხელფასი. ამის გამო, ბევრი კერძო სამსახურში მიდის სამუშაოდ. პრემიის გაცემა წელიწადში 4-ჯერ შეგვიძლია, თუმცა 2-ჯერ გავცემთ“,- განაცხადა ჯანიკაშვილმა.
სააღდგომო პრემიას გასცემენ თუ არა, ჯერ არ გადაუწყვეტიათ ქალაქ თელავის საკრებულოს, თელავის მერიას და გურჯაანის გამგეობას. რაც შეეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სააღდგომო პრემიის სახით 35 000 ლარი გასცეს.
პრემიები არ გაიცემა თელავის მუნიციპალიტეტის თემის გამგეობასა და საკრებულოში, ასევე ყვარლის საკრებულოში. ყვარლის გამგეობაში კი სააღდგომოდ ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ნახევარს გასცემენ, რაც ჯამში 50 ათასი ლარია.
http://ick.ge/rubrics/economics/27426-i.htmlარადა რამდენი მშიერი ადამიანია ქვეყანაში
ამათმა კიდე პრემიებიო
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"