საშუალო სკოლის მოსწავლე ხარ თუ უმაღლესის სტუდენტი?
ადამიანის გონების სუფთა პროდუქციაა ენები/ჟესტები ანუ მეორადი სასიგნალო სისტემა. და თუ ხელიც მიეხმარა, მაშინ იარაღსაც ქმნის. ეს არის ისტორიულად #1 რეალური, წონიანი პროდუქცია. პირველი იარაღი ერთდროულად იყო შრომის იარაღი, საბრძოლო იარაღი, მუსიკალური ინსტრუმენტი, სათამაშო (ბავშვებისთვის) და ხელოვნების ნაწარმი. ერთდროულად, შეიძლება იგი საკულტო საგანიც ყოფილიყო. მაგალითად, რაიმე ცხოველის რქა ან ძვალი, რომელსაც ჰქონდა დატანებული ნახვრეტები. მისი საშუალებით შეიძლებოდა მიწის მოჩიჩქვნა, რაიმე თხელნაჭუჭიანის დამტვრევა (ვთქვათ, თხილის, კაკლის), ადამიანის დაზიანება (თუ ღონივრად მოუქნევდი), მისი გამოყენება შეიძლებოდა დოლის ჯოხად, ბუკად ან ფლეიტად, იგი საკმაოდ ლამაზი იყო, ხშირ შემთხვევაში შემკული ორნამენტებით და თავის მფლობელებზე ბევრ რამეს ყვებოდა, ბავშვების "განათლებაშიც" დიდ როლს ასრულებდა, შეიძლება ხანდახან მათ ხელშიც ხვდებოდა. და ბოლოს, მისი გამოყენება შეიძლებოდა პირველყოფილ რელიგიურ რიტუალებზეც.
მერე და მერე, როცა ენები და იარაღი განვითარდა, მათ თავიანთი მფლობელების გონებაც განავითარეს და დახვეწეს. ადამიანის გონების ქმნილებები განაწილდა 3 ძირითად შემოქმედებით სფეროში: ხელოვნება, რელიგია და ფილოსოფია, რომელმაც შემდგომში შობა მეცნიერებები. მათი განვითარება დღესაც მიდის. ძნელია მოიფიქრო ადამიანის რაიმე ნაწარმი, რაც არცერთ ამათგანს არ მიეკუთვნება.
დღევანდელი ყოფა, ტექნოლოგიის და მეცნიერების დონე მრავალი თაობის და ინდივიდის ერთობლივი ნამუშევარია და ჩვენ ვხედავთ, რა შეუძლია ბევრ ტვინს და ბევრ ხელს ერთად. მაგრამ სხვადასხვა ინდივიდის მიღწევები ფრიად განსხვავდება. თუნდაც სურვილი ჰქონდეთ ორივეს, ხანდახან ერთი ვერაფერ ღირებულს და ახალს ვერ ქმნის, ხოლო მეორეს განსაცვიფრებელი მიღწევები აქვს. უნებურად უნდა შემოვიტანოთ აქ ცნება ინტელექტის სიძლიერის და სხვა მახასიათებლების შესახებ, როდესაც გონების შესაძლებლობებზე გვაქვს საუბარი.
უჰ, კარგა ბლომად ვისაუბრე. თუ ფორუმის წესებს არ ვარღვევთ და დათვურ სამსახურს არ გიწევთ, ალბათ ვერდიქტი გამოტანილი იქნება და მერე სხვებიც დამეხმარებიან.
This post has been edited by ლაბარნა on 27 Apr 2016, 22:06
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)