უცნაური და სულელური კანონები
ავტორი: ნანა წულაია
კანონი სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული აქტია, რომელიც უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს არეგულირებს. მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებს ჩვენდა გასაკვირად სასაცილო და სულელური კანონებიც აქვთ.
1. ბარსელონა ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქია. თუ ტურისტი ამ ქალაქში გადაწყვეტს მოგზაურობას ესპანეთის ულამაზესი ქალაქის კანონები აუცილებლად უნდა იცოდეს. საცურაო კოსტუმით ზღვისპირა ბულვარსა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გამოჩენა კანონით ისჯება.
2. სინგაპურში მოწევა და საღეჭი რეზინი კანონით აკრძალულია.
3. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კოცნა, ჩახუტება და ხელიხელ ჩაკიდებული სიარული კანონით ისჯება. სამართალდამრღვევს პატიმრობა ემუქრება.
4. საფრანგეთში მძღოლებს მანქანაში ალკომეტრი (პატარა ზომის მოწყობილობა, რომელიც სისხლში ალკოჰოლის არსებობას ადგენს) ქონა კანონით მოეთხოვებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
5. ტურისტებს შესაძლოა გაუკვირდეთ, მაგრამ იამაიკაზე მარიხუანას მოხმარება, მოყვანა და რეალიზება უმკაცრესად ისჯებაა. ქვეყანაში ეს მცენარე 1913 წლიდან იკრძალება.
6. ყაზახსტანში აეროპორტში, სამხედრო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში სურათის გადაღება აკრძალულია.
7. მალდივებში მოგზაურობისას ტურისტს ბიბლიის ქონა სასტიკად ეკრძალება.
8. აშშ-ს ულამაზეს ქალაქ სან-ფრანცისკოში მტრედების დაპურება აკრძალულია. როგორც ადგილბრივები აცხადებენ, მტრედები ქალაქში ბევრ ინფექციას ავრცელებენ და სახლემწიფო ქონებას აზიანებენ.
9. ფიჯი ულამაზესი ტროპიკული სამოთხეა, სადაც ზღვაში ცურვა და გარუჯვა ცხოვრების ნაწილია. კუნძულზე საცურაო კოსტუმით გარუჯვა აკრძალულია. სახალხოთ შიშველი გამოჩენა კანონით ისჯება, რაც პატიმრობას ითვალისწინებს.
10. იტალიაში საჯარო შენობებში ჭამა სასტიკად აკრძალულია. ფლორენციაში ეკლესიის კიბებზე ჭამა და წვენის დალევაც კი შეურაცმყოფად ითვლება.
11. აშშ-ში, ტენესის შტატში კანონდარღვევაა, თუ მძღოლი მანქანას მძინარე მართავს.
12.1979 წელს საუდის არაბეთში ქალბატონებს სასტუმროს აუზის სარგებლობა ეკრძალებოდათ.
13. სამოაში მეუღლის (ცოლის) დაბადების დღის დავიწყება დანაშაულია.
14. ლონდონში ქალაქის ტაქსით ავი ძაღლის ან გვამის გადაყვანა არალეგალურია.
15. დიდ ბრიტანეთში პარლამენტის შენობაში სიკვდილი აკრძალულია.
16. დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ღალატად ითვლება, თუ ვინმეს დედოფლის გამოსახულებიანი საფოსტო მარკა თავდაღმა მიაქვს.
17. აშშ-ში, არიზონას შტატის ქ. სედონაში საკუთარი ზოდიაქოს ნიშანის არასწორად წარმოთქმა კანონდარღვევაა.
18. აშშ-ში, არკანზასის შტატში, ქალბატონებს მეორედ გათხოვებისას თეთრი საპატარძლო კაბის ჩაცმა კანონით ეკრძალებათ.
19. ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ელექტრო ნათურის გამოსაცვლელად ელექტრიკოსის ლიცენზია აუცილებელია.
20. საფრანგეთში ღორისთვის ნაპოლეონის დარქმევა აკრძალულია.
21. ჩრდილოეთ კაროლინაში მიცვალებულთან დაფიცება უკანონოა.
22. აშშ-ში, ვერმონტის შტატში, ქალბატონმა პროთეზის დასამზადებლად სტომატოლოგთან მეუღლის წერილობითი ნებართვა უნდა წარადგინოს.
23. ისრაელში კვირა დღეს ცხვირში თითის შეყოფა აკრძალულია.
24. თურქეთში 80 წლის მამაკაცს პილოტად გახდომა კანონით ეკრძალება.
25. ნევადას შტატში (აშშ), ქ. ევრიკაში ულვაშიან მამაკაცს ქალბატონისთვის კოცნა ეკრძალება.