მალაცი ბიძინისტებს!
სხვას ვერაფერს იტყვის კაცი...
გადამოწმების მექანიზმის აქვთ და გაგზავნისაც,
მაგრამ რას იზავს როგორც წესი საბჭოთა ქოცი?
გააგზავნის საბჭოურად!!!
ანუ მოიტყუება
ჰოდა თვალოს ეხლა ....
ეტენებიან, მაგრამ რომ ვეღარ აჭმევენ, მაგასაც ვეღარ ხვდებიან
რუსეთმა ფოთიდან გაგზავნილი მანდარინის პარტია საქართველოში გამოაბრუნა
17:59 27-04-2016
რუსეთმა ფოთიდან გაგზავნილი მანდარინის პარტია საქართველოში გამოაბრუნა რუსეთმა საქართველოდან მანდარინის დიდი პარტიის შეტანა აღკვეთა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა რაიან ფარუკშინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ 107 ტონა მანდარინიდან დაახლოებით 40 ტონა - თურქული ხილი იყო, რომელზეც რუსეთში სანქციები მოქმედებს.
„მანდარინის პარტია საქართველოს ფოთის პორტიდან შემოვიდა. საქონლის გამგზავნად დასახელებულ იყო ქართული ფირმა, ფიტოსანიტარული სერტიფიკატები საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო გაცემული. შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ 40 ტონამდე მანდარინი თურქული იყო, დანარჩენი იყო აფხაზეთსა და საქართველოში მოყვანილი“, - განაცხადა მან.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ მანდარინის პარტია საქართველოში გაგზავნეს, ხოლო გადამზიდის წინააღმდეგ აღძრულია საქმე საქონლის შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების ან აკრძალვის დარღვევის მუხლით.
რუსეთმა თურქეთიდან ბოსტნეულისა და ხილის სხვადასხვა სახეობის ექსპორტი მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს აკრძალა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...gamoabruna.html