მოგესალმებით .. რისი თქმა მინდა ამ პოსტით
წელს დავამთავრე ილიას უნივერსიტეტი (ბაკალავრი -ეკოლოგია კერძოდ (საზღვაო ეკოლოგია , თევზები წყლის სამყარო და ასე შემდეგ

)
რა მაინტერესებს ვინმეს რამე გსმენიათ ამ თემატიკასთან ახლოს მდგომი სამსახურები , ან სტაჟირებები ?
მე რაც გავარკვიე
1 გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი
2 სურსათის უვნებლობის სააგენტო
(ყოველთვის მაინტერესებდა ამ სამსახურებში როგორ ხვდება ხალხი ) ვნახე შესაბამისი ვაკანსიები მაგისტრის დიპლომიდან ითხოვენ განათლებას და სტაჟი სტაჟი სტაჟი და ისევ სტაჟი ..ეს გასაგებია ახალი დამთავრებული მაქვს და საიდან მექნება სტაჟი მაგრამ თუ ადამიანს რაიმე უბრალო სამსახური არ ანდე საიდან მოიტანოს ის სტაჟი ?
სწავლის გაგრძელებასაც ვაპირებ მაგისტრატურის მხრივ უბრალოდ რა შეიძლება გააკეთო ადამიანმა ? ეხლა ბევრი დამიწერ რაიმე უბრალო იშოვეო ვიყავი ბატონო 10 ადგილში და იქაც სტაჟს უყურებენ 300 -400 ლარიან სამსახურებში ... თან ბავშვობიდან მინდა მსგავს თემატიკაში ვიმუშავო და ვიმოღვაწო არ მინდა რა ეს ბენზინის ჩასხმა

(მაგალითისთვის ვამბობ )
ესეიგი ბოლოს კიდევ ვიტყვი რა შეიძლება ადამიანმა გააკეთო მაგალითად ასეთ დროს .. უბრალო სტაჟიც რომ იყოს
Jaws (1975) Sometimes that shark he looks right into ya. Right into your eyes. And, you know, the thing about a shark... he's got lifeless eyes. Black eyes. Like a doll's eyes. When he comes at ya, doesn't seem to be living...