იუდას მიერ ქრისტეს გაცემის დღეს საქართველოს პარლამენტმა საკუთარი მოქალაქეები დააღალატა!
მთავარი, პოლიტიკა,“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ს დირექტორი ზვიად ტომარაძე უკვე რამდენი ხანია ხმამაღლა აცხადებს, რომ „საქართველოს პარლამენტმა იუვენალურ კანონს“ მწვანე შუქი აუნთო”, გუშინ კი, მისივე თქმით, პარლამენტმა მეორე მოსმენით აღნიშნული კანონი მიიღო.
-„გუშინ იუდას მიერ ქრისტეს გაცემის დღეს საქართველოს მარიონეტულმა პარლამენტმა მეორე მოსმენით “იუვენალური იუსტიციის” კანონი მიიღო!!! (84 მომხრე, 0- წინააღმდეგი)
ვითომ დამთხვევაა? საქართველოს პარლამენტმა:
2013 წლის 1 მაისს, (ვნების კვირის ოთხშაბათს) მეორე მოსმენაზე ჩააგდო “აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა” (დააკლდა 13 ხმა).
2014 წლის 17 აპრილს (ვნების კვირის ხუთშაბათს) პირველი მოსმენით მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი…
იუვენალური იუსტიცია-არის კანონი, რომლის მიღების შემდეგაც სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას შვილის ჩამორთმევის საფრთხე ემუქრება. ბავშვის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს, მაგალითდ: თბილი ტანსაცმლის არქონა, არაკალორიული საკვებით კვება, ვირუსული ინფექციით დაავადება და სხვა…
ერთი სიტყვით, საქართველოში სოციალური მუშაკის კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული მრავალი ოჯახის ბედი!“-აცხადებს ტომარაძე.
http://info1.ge/?p=9619ნუ,სათაური აქვს ქვას გახეთქავს,მაგრამ ვიღაცა სოციალური მუშაკის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს შვილის ჩამორთმევა და თუ ვინმემ იცით ამ კანონის შესახებ დაწერეთ თუ არ დაგეზარებათ? ნახევარ საქართველოს მოსახლეობას უჭირს .........................?
ყოფილა თემა.უკაცრავად.
This post has been edited by lasha1997 on 1 May 2016, 19:34