#49026727 · 12 Oct 2016, 20:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
GemBler
QUOTE | არავის არ გაქვთ ინფორმაციააა????? |
გააჩნია რა ბოთლები და რა ეტიკეტები. ჩემს მეგობრებს აქვთ წარმოება, მაგრამ ეგენი კარგ ბოთლებს (ფრანგული და იტალიური წარმოების - სენ გობენ-ის ბოთლები) და ეტიკეტებს იყენებენ. ბოთლი უჯდებათ მგონი მინიმუმ 0.25 ევრო (გააჩნია ბოთლებს, არის სიდიდე, წონა, კედლის სისქე, ფერი და ა.შ.), ხოლო ეტიკეტების ქაღალდი (თვითწებადი რულონების სახით) თურქეთიდან ჩამოაქვთ და ეგ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ 2-3 ჯერ უფრო იაფი ვიდრე ბოთლი. * * * GemBler
QUOTE | მგონი არასწორად დავსვი კითხვა ბოთლები და ეტიკეტი არაა პრობლემა. მე მაინტერესებს საბუთები რა უნდა გავაკეთო რო რამე არ დავარღვიო ღვინო ხომ უნდა შეამოწმონ რომ გაყიდვის უფლება მომცენ |
კი სწორად მსჯელობ. გაყიდვის უფლება რომ მოგცენ შენმა ღვინომ უნდა აიღოს ლაბორატორიული სერტიფიკატი. იქ მას შეამოწმებენ სხვადასხვა (ჩამონათვალი განსხვავდება იმისდა მიხედვით თუ ადგილობრივ ბაზარზე გაგაქვს ღვინო თუ ექსპორტზე. ექსპორტის შემთხვევაშიც, კომპონენტები სხვადასხვა იქნება, იმის მიხედვით თუ კონკრეტულ სახელმწიფოს ან ზონას რა მოთხოვნები აქვს, მაგალითად კანადა არ ითხოვს იგივე კომპონენტებს რასაც ევროკავშირი, ან აშშ.) კომპონენტებზე:
ადგილობრივი ბაზრის კომპონენტებია, მაგალითად ნახევრად ტკბილი ღვინოსთვის (ხვანჩკარა ან უსახელაური):
# / დასახელება / დასაშვები ზომები / ტესტირების მეთოდი 1 ფარდობითი სიმკვრივე და ხვედრითი წონა OIV-MA-AS2-01B 2 ფაქტ.ალკოჰოლი OIV- MA-AS312-01A 3 საერთო შაქარი 30.00 ... 50.00 გ/ლ OIV-AS311-01A 4 ტიტრული მჟავიანობა (ღვ.მჟ-ზე გადაანგ.) 4.0 ... 8.0 გ/ლ OIV- MA-AS313-01 5 აქროლადი მჟავები (ძმ.მჟ-ზე გადაანგ.) < 1.20 გ/ლ OIV- MA-AS313-02 6 უშაქრო ექსტრაქტი > 20.0 OIV- MA-AS2-03B 7 სპილენძი < 5.00 მგ/ლ OIV- MA-AS322-06 8 რკინა < 10.0 მგ/ლ OIV- MA-AS322-05A
აი შენ ერთი საექსპორტო ვარიანტიც იგივე ნახევრად ტკბილი ღვინოზე:
1 ფარდობითი სიმკვრივე და ხვედრითი წონა OIV-MA-AS2-01B 2 ფაქტ.ალკოჰოლი OIV- MA-AS312-01A 3 საერთო შაქარი 30.00 ... 50.00 გ/ლ OIV-AS311-01A 4 ტიტრული მჟავიანობა (ღვ.მჟ-ზე გადაანგ.) 4.0 ... 8.0 გ/ლ OIV- MA-AS313-01 5 აქროლადი მჟავები (ძმ.მჟ-ზე გადაანგ.) < 1.20 გ/ლ OIV- MA-AS313-02 6 უშაქრო ექსტრაქტი > 20.0 OIV- MA-AS2-03B 7 სპილენძი 0.04 mg/l < 5.00 მგ/ლ OIV- MA-AS322-06 8 რკინა 1.3 mg/l < 10.0 მგ/ლ OIV- MA-AS322-05A 9 SO2 თავისუფალი < 30 მგ/ლ OIV- MA-AS323-04B 10 SO2 საერთო < 210 მგ/ლ OIV- MA-AS323-04B 11 ტყვია < 0.3 მგ/ლ OIV- MA-AS322-11 12 დარიშხანი < 0.2 მგ/ლ OIV- MA-AS323-01A 13 კადმიუმი < 0.03 მგ/ლ OIV- MA-AS322-10 14 ვერცხლისწყალი < 0.005 მგ/ლ OIV- MA-AS323-06 15 თუთია < 5 მგ/ლ OIV- MA-AS322-08 16 რადიონუკლიდი (Cs 137) < 70 ბკ/ლ MKC-AT 1315; МВИ.МН 1181-99 17 რადიონუკლიდი (Sr 90) < 100 ბკ/ლ MKC-AT 1315; МВИ.МН 1181-99
როგორც ხედავ ექსპორტზე უფრო ბევრი კომპონენტები ისინჯება.
This post has been edited by grou on 12 Oct 2016, 20:58
|