ვნების კვირეულია და თავს შევიკავებ მკვეთრი ფრაზებისგან.
მაგრამ სიბრაზეს ვერ ვერევი და რავუყო ჯოოო, ერთი აღდგომის დღეებში ჩამოვდივარ თბილისში (კარენოი ვაკელი ვარ გადაბარგებული სოფელში), დედიან–მამიანად ყველანი აქ არიან დასაფლავებულნი, პაპა–ბებია ვაკის სასაფლაოზე , მშობლები მუხადგვერდში.
ჩამოვედი სააღდგომოდ საფლავებს დავასუთავებთქო, შვილებთან–შვილიშვილებთან ერთად კვერცხს გავაგორებ და მერე ჩავუჯდებით სახლში მამაპაპურადთქო. მაგრამ სად ხარ, ქალაქელი ბჭობდა და ნარმანია იცინოდაო

გზად მიმავალს შუა ქალაქში ვერ შევამჩნიე და ამოწეულ ჭის ლუქს ისე დავრტყი მანქანის პერედოკი გასაკეთებელი გახდა, ეხლა ამ დღეებში ვის რას გავაკეთებინებ ყველა სოფელში გარბის. ეზოში მცხოვრები ტაქსისტებიც კი ყველა გაიხვეტა.
ხოდა რა მინდა ვთქოო, ეს თბილისის მერიის ხალხი, ჩვენი სოფლის გიჟი ნოდარკასავით სულ რომ აქეთ იქით დაბორიალობს, ნეუჟელი ნამუსი სულ დაკარგეს, საზღვარგარეათ ვიზიტებისას ვერ ხედამენ რა ხდება ქალაქებში?
http://reportiori.ge/old/geworld.ge,?menuid=3&id=46493აი ამის ჩამოტანას რა დიდი ტვინი უნდა?
მაგრამ ისეა ჩემი მტერი ამათ ტვინი ედოთ თავში. დავბერდი კაცი და თბილისზე ესეთი გაბოროტებული მერია მე ჯერ არ მახსოვს .
მოკლედ გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა რა მოჰქონდაოო!
This post has been edited by gige on 29 Apr 2016, 10:40
სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ - ნოდარ დუმბაძე
მდაბიო გადიდკაცებულ ქართველებს, სასწაულად დაუოკებელი ლტოლვა აქვთ პეროს გარჭობისკენ:yes: