#47702036 · 1 May 2016, 13:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nuki-nuka
1. Еxtra virgin olive oil - ზეთის ყველაზე ნატურალური ხარისხიანი, ძვირიანი და სასარგებლო სახეობა. მჟავიანობა არ აღემატება 0,8%-ს. არ გამოდგება შესაწვავად, რადგან გაცხელების დროს იწვის. გამოიყენება სალათებში, სოუსებში და ა.შ.
2. Virgin olive oil - არარაფინირებული ნატურალური ზეითუნის ზეთი. წარმოადგენს ცივი წესით მხოლოდ ფიზიკური ძალის ხარჯზე მიღებულ პირველი გამოწურვის პროდუქტს. ზეითუნის ნაყოფის დამუშავების დროს არ გამოიყენება თერმული ან ქიმიური დამუშავება. არომატით, ფერითა და გემოთი ოდნავ ჩამორჩება Еxtra virgin olive oil-ს. მჟავიანობა არ აღემატება 2,0%-ს.
3. Refiffiined olive oil - ცივი წესით მეორე გამოწურვის შედეგად მიღებული მაღალხარისხიანი რაფინირებული ზეთი. არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული გემო და არომატი. გამოიყენება შესაწვავად. მჟავიანობა არ აღემატება 0,5%-ს.
4. Pomace olive oil - რაფინირებული და არარაფინირებული ზეთების ექსტრაქციის შედეგად მიღებული პროდუქტი. არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული გემო და არომატი. გამოიყენება შესაწვავად. მჟავიანობა არ აღემატება 1,5%-ს.
This post has been edited by WP-Rex on 1 May 2016, 13:15
--------------------
"რუსეთის დედა მოვდღან!"-ის მერე მაგრამ არ იწერება! (c) B l a c k J a c k
|