„ჭიაკოკონობის“ ღამეს 10-მა ადამიანმა დამწვრობა მიიღო – 27 წლის მამაკაცი ცეცხლში ჩავარდა
BY KVIRA ON 28/04/2016 10:28 ექსკლუზივი
დამწვრობის ცენტრში “ჭიაკოკონობის” შემდეგ 10 პაციენტი მოთავსდა. მათ შორის არიან ბავშვებიც და მოზრდილებიც. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც რიტუალის შესრულებისას ცეცხლში ჩავარდა, სხეულის დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, შებინდებისთანავე კლინიკაში პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა. მისი თქმით, 10 პაციენტიდან 6 ბავშვია და 4 მოზარდი.
„გუშინ, როგორც კი დაბინდდა, 10 პაციენტი მივიღეთ. მათ, ძირითადად, ზედა კიდურები და სახე აქვთ დამწვარი. როგორც პაციენტები აღნიშნავენ, მათ სხეულის დამწვრობა ჭიაკოკონობის რიტუალისას მიიღეს. ათი პაციენტიდან რვას ამბულატორიული სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, ხოლო 2 კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. მათ შორის ერთი ბავშვთა განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო 27 წლის მამაკაცი რეანიმაციაშია მოთავსებული, რომელსაც სხეულის 15 პროცენტი აქვს დამწვარი. ეს უკანასკნელი ცეცხლში ხტომისას მეორე პირს შეეჯახა. პაციენტს სახე და ზედა კიდურები აქვს დამწვარი“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მეორადი საბურავების ღია წესით დაწვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და ჯარიმდება 400-დან 600 ლარამდე ოდენობით.
იზა შაქარაშვილი
http://kvira.ge/ჭიაკოკონ
This post has been edited by ორაგული on 28 Apr 2016, 15:39
სპლიყვი სულ რომ დახვრიტონ და მისი თავი სატელევიზიო ანძაზე ჩამოაცვან, მაინც სპლიყვი მეგონები. © ბეჟანბეჟანი (მე მითხრა ეს)
აღსდექით, დაიბრუნეთ ძველი დიდება ჩემო მრავალტანჯულო საქართველოვ და სომხეთო!!! © მე