შთაგონება ამ თემისთვის მივიღე ამ ფიგურისგან, რომლის რეალურობას იმდენად არ მოველოდი, რომ მორიგ ნაყალბევ-სენსაციურ სტატიად მივიღე თავიდან:

როგორც ჩანს, ნამდვილია და 40 000 წლით თარიღდება. გერმანიაში ნაპოვნი ეს არტეფაქტი მამონტის ძვლიდანაა დამზადებული და მარცხენა მხარზე 7 ჭდე აქვს.
ამ სტატიაში კი საუბარია მსგავსებებზე ლომისთავიან და ქვედა-თათებიან ამ არსებასა და ინდუისტური ღმერთის, ვიშნუს ერთ-ერთ განსახიერებას, ნარასიმჰას შორის. 7 რიცხვიც კარგ პარალელს პოულობს ინდურ 7 ოქტავასთან, 7 ფერთან და 7 ჩაკრასთან, რომელიც თურმე ასევე ნარასიმჰას უკავშირდება. ინდური გადმოცემით, ნარასიმჰამ, იგივე ვიშნუ პურანამ დედამიწა ჯერ გააბრტყელა, მერე მთებით შეამკო და ბოლოს კი 7 კონტინენტად დაყო ზღვებით.
საკმაოდ კარგი პარალელი იძებნება ხალხთა გადასახლების და ლინგვისტური კავშირების თვალსაზრისითაც. მართალია, "არიელები", რომლებმაც ინდოეთის სუბკონტინენტი სადღაც 5000 წლის წინ დაიპყრეს, უფრო სპარსეთის მიწა-წყლიდან გვგონია წამოსული, მაგრამ 40 000 წლის წინ მათ წინაპრებს შეიძლება გერმანიაშიც ეცხოვრათ.
ესეც ნარასიმჰა ინგლისურენოვანი სტატიიდან (მარჯვნივ):
http://theboldindian.com/40000-years-old-n...und-in-germany/ This post has been edited by ლაბარნა on 9 May 2016, 08:22
მიმაგრებული სურათი
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)