ყოველი პარასკევი არის წმინდა დღე.
რატომ მაინც და მაინც პარასკევი ? პასუხი მარტივია ! პასტაფარიანული ეკლესია და თვითონ პასტაფარიანელი მრევლი, როგორც მათ ეძახიან, მგზავრები, ოდითგანვე შრომისმოყვარე ხალხი გახლდათ. ისინი არა მარტო სასულიერო, არამედ საერო საქმეებსაც ჩინებულად ასრულებდნენ და ასრულებენ კიდეც. უფალი იგი პასტა მოხარშული დაფიქრდა ერთ დღეს, თუ კი ეს ადამიანები მთელი კვირა მუშაობენ მათ ხომ დასვენება და განტვირთვაც უნდათო?! მან კარგად შეისწავლა ადამიანთა ცხოვრების წესი, იმისდა მიუხედავად, რომ ის ისედაც კარგად იცოდა და გადაწყვიტა სადღესასწაულო დღე ყოველ კვირაში ჰქონოდათ მათ, გრძელმა ღმერთმა მათ უიქ ენდამდე არსებული დღე, პარასკევი, აჩუქა. პარასკევს ყველა ბარს, ლაუნჯსა თუ კლუბში ივენთია, ამიტომაც აღნიშნავს პასტაფარიანული ეკლესია პარასკევს.
როგორ გაიგეს ადამიანებმა, რომ პარასკევი წმინდა დღე იყო? ეს ამბავი წმინდა პარასკევას უკავშირდება, რომელიც უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრობდა. მას ერთ დღეს კაპიტანი, გამოჩენილი მეკობრე და ღვთისმოშიში ადამიანი რობიზონი ესტუმრა. წმინდა პარასკევა იმ მეკობრეთა შთამომავალი გახლდათ, რომლებიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდნენ და ბავშვებს ტკბილეულს ურიგებდნენ, ამიტომაც უფალმა პასტამ გადაწყიტა გამოცხადებოდა და ეამბო პარასკევასათვის ეს ამბავი ხოლო შემდეგ პარასკევას რობიზონისთვის, რომელიც უკვე ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში გაავრცელებდა ამ ამბავს. ეს ყველაფერი ასეც მოხდა, დაბრუნდა რობიზონი უკაცრიელი კუნძულიდან ახალი ინფორმაციით, გაეშურა პასტაფარიანულ ეკლესიაში და დაპოსტა იგი.