ქალაქელი მასწავლებელი
მზის სხივებმა გათენება ამცნეს. ნელა წამოიწია ლოგინიდან, თვალები მოისრისა, გაიშალა და საბანი გადაიხადა. ვერაფრით მიეჩვია აქაურ სუსხს, იმ წამსვე შებრუნდა უკან და ტანზე დაყრილი ხორკლიც გაქრა სითბოში. ამჯერად ნელ-ნელა ადგა, სწრაფად ჩაიცვა, თმა დაივარცხნა, ოთახი მიალაგა და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა გარეთ.
- ჩვენს მასწავლებელს გვიანობამდე ჰყვარებია ძილი _ ირონიული ტონი გაისმა ოთახის ბოლოდან. ფანჯარასთან იოაკიმე აყუდებულიყო.
- დილამშვიდობის _ მისი კომენტარისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ეზოში გავიდა და წყაროს მიუახლოვდა ხელ-პირის დასაბანად. აი სოფლის მინუსიც იპოვა, ზაფხულში კიდევ არაუშავს, მაგრამ ზამთარში რომ ამ სიცივეში გარეთ გამოხვალ და ამ გაყინული წლით დაიბან, ფილტვების ანთება თუ არა გაციება მაინც ასპროცენტიანია. გაყინული ხელებით დაბრუნდა სახლში. ბებო ვერ დაინახა ვერც ეზოში, ძალიან აინტერესებდა სად იყო მაგრამ იოაკიმესთვის კითხვას აზრი არ ჰქონდა, რამე სასწაულს ეტყოდა. იოანეც არ იყო იქ. მასთან ერთად უსაქმოდ ჯდომას სახლის დალაგება ამჯობინა. ცოცხი და აქანდაზი მოიტანა და სახლის დაგვა დაიწყო. სავარძელში მოკალათებულიყო ფიცხელაური და არც კი უყურებდა მოფუსფუსე თანანოს. სავარძელს რომ მიუახლოვდა, მშვიდად გაუსწორა თვალი და ჩმად უთხრა.
- იქნებ ცოტა ხნით სხვა ადგილას გადახვიდეთ.
- ადგილი დაგითმო? _ აგდებით ჰკითხა.
- არა, გამოვგვი ამ ადგილსაც და ისევ დაბრძანდით.
- აჰ, სულ დამავიწყდა, მშრომელი გოგო _ გაღიზიანებული წამოდგა სავარძლიდან. თანანომ ის ადგილიც დაასუფთავა.
- შეგიძლიათ დაიკავოთ თქვენი სავარძელი. _ მშვიდად უთხრა და ოთახი დატოვა.
- უკან დაბრუნებულმა საქმე ვეღარაფერი ნახა, თავის ოთახს მიაშურა, წიგნი გამოიტანა, კედელზე მიმდგარ ტახტს მიუახლოვდა და მოკალათდა. მაინც რიდის „ოკეანეში დაკარგულები“ ფრთხილად გადაშალა და კითხვა დაიწყო. ბავშვობაში ხომ უყვარდა საბავშვო, სათავგადასავლო ჟანრის წიგნები, მაგრამ ამ ასაკშიც ვერ მოეშვა მათ კითხვას. უზომო სიამოვნებას იღებს ბავშვობაში დაბრუნებით, დღემდე ხალისით კითხულობს ზღაპრებსაც კი.
- ამ ასაკიდან ვერ გამოხვედი მასწავლებელო? _ ცინიკურმა ტონმა მიიპყრო მისი ყურადღება. პასუხი არ გაუცია, გადაწყვიტა რომ ასე ჯობდა. კითხვა განაგრძო, მაგრამ ფაქტობრივად აღარაფერი გაუგია. მექანიკურად აყოლებდა თვალს და გაგებით კი ვერაფერს იგებდა.
- უკვე პასუხის დაბრუნებასაც აღარ ვკადრულობთ? _ ისევ გაისმა ხმა.
- შეიძლება გავიგო რა გნებავთ? _ არანაკლებ უხეშად უპასუხა თანანომ და საკუთარი სითამამე გაუკვირდა.
- მე რაღაც ვიკითხე და პასუხს ველოდი, მგონი მასწავლებელმა უნდა იცოდეს რომ კითხვის უპასუხოდ დატოვება უზრდელობაა.
- კითხვის დასმის ფორმას გააჩნია _ მშვიდად უპასუხა და ოთახში გაუჩინარდა. იქ განაგრძო წიგნის კითხვა.
გზას დაუყვა ბახტაძე, მიდიოდა და ფიქრებში გაერთო. „ რას მერჩის ეს ბიჭი, რა დავუშავე, ადრე არასდროს შემხვედრია, რატომ ამომითვალწუნა, თუმცა მე რა, რაც უნდა ის ქნას, ნეტავ მალე წავიდეს და ეს ერთი წელი ფეხი აღარ ჩამოადგას აქ.“ „ შენ დაგეკითხება ზუსტად“ - ისევ ასისინდა ალტერეგო. „ შენ გაჩუმდი, ნერვებს რომ მიშლის როგორია?“- გაწიწმატდა. „ მშვენიერია, შენს მშვიდ ნერვებზე ვინმეს ხომ უნდა ემოქმედა“ - ბოროტულად ჩაიცინა. არა რა, მართლა საზიზღარი ალტერეგო ჰყავს, იმის მაგივრად რომ თანანოს მხარე დაიჭიროს, იმ ვიღაც ფიცხელაურს ამართლებს. „ რა მოხდება რომ გაჩუმდე, საერთოდ ხმა აღარ ამოიღო, შენც სულ ნერვებს მიშლი და.“ „ მე რომ გავჩუმდე სიმართლეს ვინ გეტყვის“ - არ დაუთმო. მერე გაეცინა, „ვინმემ რომ იცოდეს როგორ ვეჩხუბები საკუთარ თავს გიჟი ვეგონები“ გაიფიქრა და წინ გაიხედა. მოიცა, არაფერი ჩანს. ნუთუ სახლს ჯერ ვერ მიუახლოვდა. იმ ერთს ვინ ჩივის, სხვა სახლებიც არ ჩანს, გარშემო ტყეა, უკვე საღამოა. „ ღმერთო ჩემო, სად წამოვედი“ _ შეშინებულმა მიმოატარა თვალები გარემოს. არა, არ ეცნობა, ესღა აკლდა, დაიკარგა. მორჩა, ახლა ამის მომძებნი არავინაა, ბებოს ბიჭებთან ეგონება, ბიჭებს სახლში. ტყეა, მხეცებიც იქნებიან, ახლა შეჭამს რამე და მორჩა, დამთავრდება მისი ცხოვრება სოფელშიც და ქალაქშიც. ნერვებს აჰყვა, შიშისგან კანკალი დააწყებინა.
მასწავლებელო _ კიდევ ერთხელ დაიძახა აშკარად იოაკიმეს ხმამ.
- აქ ვარ _ მიმკვდარებულმა ჩაილაპარაკა, მაგრამ იოაკიმე რას გაიგებდა როცა თვითონაც ვერაფერი გაიგო.
- ჯანდაბა! სად დაიკარგე, მასწავლებელო! _ ისევ მოესმა ხმა. ბოლო ძალები მოიკრიბა და რაც შეეძლო ხმამაღლა დაიძახა.
- აქ ვარ _ დაელოდა რა მოხდებოდა, ნაბიჯების ხმა გაიგო და მთვარის შუქზე სილუეტიც შენიშნა.
- უტვინო, სულელო _ ლანძღვით მოდიოდა იოაკიმე და თვალებს აცეცებდა თანანოს საპოვნელად.
- აქ ვარ _ კიდევ ერთხელ ამოთქვა და ყურადღება მიიქცია.
- მეღირსა და გიპოვე, როგორ დავიღალე ვერც კი წარმოიდგენ, რა ვალდებული ვარ ვიღაც უცხო ვეძებო ტყე-ღრეში შუაღამით _ ლაპარაკობდა გაბრაზებული და გოგონას არც კი უყურებდა.
- ბოდიში _ ამოისლუკუნა. მხოლოდ ახლა შეხედა ფიცხელაურმა, ცრემლები უბრწყინავდა თვალებზე, როცა მიხვდა რომ ტიროდა ტონი შეარბილა.
- კარგი, გიპოვე, წამოდი ახლა _ ბახტაძე არ განძრეულა _ ცოცხალი ხარ? _ ხელი შეახო _ ადექი და წამოდი, ვერ დადიხარ? კარგი, მომეცი ხელი _ ხელი მოჰკიდა და წამოაყენა.
თანანო დაემორჩილა, ადგა მაგრამ როგორც კი გასწორდა მუხლები მოეკვეთა და ისევ მიწისკენ დაეშვა, თუმცა მიწაზე დაცემა არ დასცალდა და იოაკიმეს ხელებში ჩაესვენა.

აქედან იწყება თუ დაგაინტერესდათ
https://4love.ge/istoria/96903-qalaqeli-maswavlebeli-1.html This post has been edited by lasa on 2 May 2016, 20:55