მე მყავდა ზუსტად ერთი წელი.
პლიუსები:
1. რბილია, ცუდ გზებზე უპრობლემოდ მოძრაობ.
2. ძალიან ფიცხია, შუსტრია. ადგილიდან (2 ტაქტიანია)
3. 2 კაციც კი უპრობლემოდ აყავს აღმართებში.
4. გამძლეა როგორც რეალურად ყველა ჰონდა. კიდევ დავამატებდი რომ უბრალოდ გამძლე კიარა, ვირვით გამძლეა.
5. აქვს მოგუდული წკრიალა ხმა.
6. პლასტმასებიდან დაწყებული ყველა დეტალი რასაც უყურებ, ხვდები რომ სუპერ ხარისხიანად შეკრულია. მიუხედავად იმისა რომ არის დინოზაურების ხანის სკუტერი, მგონი 2003 წელს შეწყდა მაგის წარმოება.
7. აქ შეიძლებოდა კიდევ რაიმე პლიუსი დამეწერა, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი რომ უპრობლემო სკუტერია. ჩაასხი გინდ 92 - 95 და რაც გინდა ის ბენზინი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ჯობია ჩაასხა 95. ანუ პრემიუმი, მაგრამ რეგულარიც უპრობლემოდ.
მინუსები:
1. ჩემი აზრით არის ცოტათი მახინჯი სკუტერი, არსად არ წერია არც რეტროებში და არც წაუთანამედროვებს, თუმცა მაგის უკანა მხარე მაინც არაუშავს.
2. წვავს მინიმუმ 3.5 ლიტრს, (მე მიწვავდა 4, 4.5) გააჩნია, ზოგი ამბობს რომ მაქსიმუმ 3 მიწვავსო.
3. როგორც ყველა 2 ტაქტიანი სკუტერი, გლუშიტელიდან ცისფრად ბოლავს. ეს არც კაი სანახავია და არც ეკოლოგიურობის კუთხით არის კარგი.
ყიდვას თუ დააპირებ, ჯობია რომ აქ ნასიარულები და ნატანჯი არ იყიდო კერძო პირისგან, იყიდე ისეთი რომელსაც აქ არ უვლია. ანუ იპონიიდან ჩამოვიდა ტრაილერი და ეგრევე დააყენეს მაღაზიაში. ასეთი ტიპის მაღაზიებში www.motoclub.ge
P.S. რადგან 2 ტაქტიანია, ზეთის ბაკი ცალკე აქვს და თვითონ სკუტერი ურევს ბენზინთან ერთად. დაახლოებით ყოველ 1000 კილომეტრზე ამატებ 1 ლიტრ ზეთს (2 ტაქტიანი მოტოების ზეთს).
სკამი მთლად ორ კაციანი ვერ არის, თუ ასე შეიძლება ითქვას არის კაცნახევრიანი

მაგრამ honda dio-ზე უფრო დიდი და კომფორტული აშკარად.
This post has been edited by Tobuldar on 31 May 2019, 19:43