ყველაზე ტოლერანტულები, ყველაზე ქრისტიანები, ყველაზე ბრძენი ერი
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ყურზე გაკეთებული საყურის გამო სცემეს
20:31 2016-04-23
სამი პირი, რომლებიც ჰომოფობიის ნიადაგზე ახალგაზრდას თავს დაესხნენ პოლიციამ დააკავა.
ჯემალ ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს 15:00 საათზე მას სამი უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
შემთხვევა ერთ-ერთ ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა.
თავდასხმის მიზეზი ის გახდა, რომ ახალგაზრდას ყურზე საყურე ეკეთა, რაც თავდამსხმელების აზრით არატრადიციული ორიენტაციის ნიშანია.
"არასოდეს არავისთან მქონია ფიზიკური დაპირისპირების მომენტი. 25 წლის განმავლობაში არავის არსდროს მოუყენებია ჩემთვის ფიზიკური შეურაცხყოფა.
დღეს, 23 აპრილს, დღის 3 საათზე ავტობუსისს გაჩერებასთან სამი პიროვნება დამესხა თავს, იმის გამო თუ რატო მეკეთა საყურე და დამიწყეს ცემა. ვიღაცეებმა გაგვაშველეს და ვიღაც ბიჭმა გამოიდძახა პატრული, წამიყვანეს დაკითხვაზე, მაჩვენეს უამრავი ფოტოები მაგრამ არცერთი არ იყვნენ იმ ფოტოზე აღნიშნული პიროვნებებიდან, რომლებმაც მე მცემს. ავღნიშნავ, რომ პოლიციელებიც და იქ მომუშავე სამართალდამცავების დამოკიდებულებითა და საქმისადმი პასუხისმგებლობით მოკიდებისთვის მადლობა, მათ დიდი.
შემდეგ მანქანით წამიყვანეს და ქუჩები და სკვერები მოვიარეთ და ჩემი მცემელები ერთ-ერთ სკვერში დაძველბიჭობდნენ, უცებ აიყვანეს და წაიყვანეს გლდანი-ნადძალადევის პოლიციაში. ორშაბათს ვარ დაბარებული ექსპერტიზაზე, დამპირდნენ რომ ისინი მთელი სიმკაცრით დაისჯებიან"- წერს ახალგაზრდა.
ფაქტი „ნიუპოსტს„ შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე ორი პირი.
http://www.newposts.ge/?l=G&id=106215-%E1%...%83%A1%E1%83%A1არცერთ ათეისტს მსგავსი ღლეობა თავში არ მოუვა, სხვა რელიგიები კი იქეთ არიან მიჩმორებულები და ნაცემები მართლმადიდებლური ეკლესიის და მისი მართული ჯგუფების მიერ
This post has been edited by The13thFloor on 23 Apr 2016, 23:07