გოგონებო და ბიჭებო ჩემი პრობლემა მთლად თემატური არ არის მაგრამ იქნებ გამოცდილებმა მირჩიოთ რამე..
მოკლედ მქონდა ფეიქ ექაუნთით გაკეთებული მრავალრიცხოვანი ჯგუფი სადაც ერთადერთი ადმინი ვიყავი ფეიბუქმა ის ექაუნთი გამიუქმა (disabled) და შესაბამისად ჯგუფი რომელშიც დიდი შრომა მაქვს ჩაყრილი დავკარგე

((
ჯგუფი არ წაშლილა არსებობს 0 ადმინით..
რა არ ვცადე მივწერე help centre - დან + ნამდვილი ექაუნთიდან "განაცხადე პრობლემის შესახებ"
მხოლოდ პირველ შემთხვევაში მომივიდა პასუხი მთხოვენ ID იდენტიფიცირებას რომ დავამტკიცო რომ ის ფეიქი სახელი და გვარი ჩემია მაგრამ როგორ დავამტკიცო როცა არ არის ჩემი? მივწერე ნამდვილი ექაუნთის ლინკიც ნამდვილი პირადობის ფოტოც გავაგზავნე მილიონი თხოვნა რომ არ მჭირდება ის ექაუნთი მხოლოდ ჯგუფი მინდა მაგრამ უშედეგოდ..
მოკლედ მგონი ყველა რესურსი ამოვწურე და იმედი დავკარგე, შევეშვა ამ საქმეს თუ კიდევ არსებობს რაიმე გზა?