SOS! SOS! SAOS! SOS! SOS! SOS! SOS! SOS! SOS! SOS!
=================================================
ჩემო კეთილო ხალხო, ვინც გამომეხმაურეთ, ყველას მადლობას მოგახსენებთ და სასამართლოებში რომ არ ვირბინოთ(სადაც ბესელიას "უფლებადამცველობა" საერთოდ დასამარდება) თქვენი თანდასწრებით ვთავაზობ თაღლით დედა-შვილს ბესელია-მილორავას, უფრო დედას:
2750 დოლარს, რაც რატიმ თაღლითური გზით, თქვენი სახელის გამოყენებით გამოგვძალა, დაამატეთ ერთი ამდენი და გადარიცხეთ სოლიდარობის ფონდში, სადაც მე-მალხაზ ძიძიგური(თქვენგან განსხვავებით) პერიოდულად ვრიცხავ ხოლმე მცირე თანხებს(ამ ბოლო დროს ქვითრების შენახვაც დავიწყე).
ამის შემდეგ გპირდებით, რომ თქვენს ფოტოებს ყოველ დილით შესაბამისი კომენტარებით აღარ დავდებ ხოლმე ჩემს გვერდზე, დამოკიდებულება ჩვენს შორის კი არ შეიცვლება.
ეს უნდა მოხდეს ამ კვირაში და თქვენ ჩემი თანხა გადახდილი გექნებათ.
მოგიწოდებთ, რომელიმე ცნობადი სახის(ან სახეების) თანდასწრებით განახორციელოთ ეს ქველმოქმედება ჩემთან შეთანხმებით!
===================================================
ყველას გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა ამ პოსტის ადრესატს!
==================================================
რადგან ხალხი ვერ ითმენს საღამომდე, ახლავე მოგახსენებთ ყველაფერს:
ეს დეპუტატია ეკა ბესელია, თაღლითი კი მისი შვილი რატი მილორავა.
გასული წლის ნოემბერის 20 -ში გახლდით სოფელში და ჩემს მეგობართან მისულა ლომბარდში თანხის სათხოვნელად--მე ეკა ბესელიას შვილი ვარო და ა. შ.
მეგობარმა იცოდა, რა, რომ ოცნების მხარდამჭერი ვარ და ბესელიას გააფთრებით მხარს ვუჭერდი ელისაშვილთან"ომში"(რასაც ვინანიებ ახლა), რჩევა მთხოვა. არ მიცე-მეთქი(რადგან რატი ცხოვრებაში ნანახი არ მყავდა). შემდეგ რატიმ დამირეკა ინგლისში მივდივარო. სამი დარეკვის შემდეგ თანხმობა ვუთხარი,მხოლოდ დააწერინეს სასესხო ხელწერილი თავისი ხელით, რაც მოწმეებმაც დააფიქსირეს. დატოვა მანქანა, არ გადმოუფორმებია ისე.
სოფლიდან რომ ჩამოვედი, გავატანე, ვინაიდან ვიცოდი, რომ ეს მანქანა სადმე ექნებოდა ჩადებული და მე ვიქნებოდი პასუხისმგებელი.
მას შემდეგ დაიკარგა.
შევხვდი პირადად დედამისს რუსთავში და ხელწერილის ასლი მივეცი. დამიკიდა.
შემდეგ ბატონი ომარ ნიშნიანიძის მეშვეობით პარლამენტში მიმიღო გედი ფოფხაძემ, რომელმაც მითხრა(გეფიცებით ჩემს სამ შვილს) ფული უნდა გადაიხადოს ეკამო.
მას შემდეგ გედი ტელეფონს არ პასუხობს.
დავურეკე ბესელიას ძმას ბესოს, რომელმაც ტელეფონიდან კინაღამ მცემა.
ასე, რომ ვასაჯაროებ თაღლითი რატი მოლორავას ამბავს, რის შესახებაც დედამისი საქმის კურსშია(ალბათ) და მისი რეაქციიდან გამომდინარე, აქეზებს ასეთ მოქმედებებზე ნაშიერს.
ახლა დარწმენებული ვარ, რომ ალეკო ელისაშვილი 100%-იანია ამ ქალბატონთან, ვინაიდან 3000 დოლარის გულისთვის არ მოერიდა ამხელა სკანდალს და მომავალ სასამართლო პროცესს.
გამოვიდა, რომ ამ თაღლითს შუაში ჩავუდექი და თანხა ჩემი გადასახდელია.
ეკა ბესელიას დეკლარაცია წაიკითხეთ, გთხოვთ: სამი ბინა თბილისში, ხელზე 41000 დოლარი და ამდენივე ბანკში, მე კი 3 ოთახიან "ხრუშოვკაში" ვცხოვრობ და 57 წლის კაცს გასაზრდელი მყავს 15, 14 და 2 წლის შვილები.
ანუ დედა-შვილი მაწერს ფულს ამ ქალბატონის მდგომარეობის გამოყენებით.
ამ თანხას დღეს არ შეუძლია მე წელში გამწყვიტოს(როგორც იტყვიან) მაგრამ თაღლითებს არ შევარჩენ, დიახ, თაღლითებს, ვინაიდან ასეთი საქციელის არ დაგმობით, ადამიანის უფლების "დამცველი" ბესელია, თვითონაც თაღლითი გამოდის და მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, მალე მოიშოროს ეს სახელგატეხილი ქალბატონი, რათა არ გაიყოლოს პოლიტიკური სამარისაკენ!
ყველაფერს ვერ ვწერ ახლა.
დედა-შვილს ვპირდები, ყოველ დილით ეს ფოტო დაიდება ჩემს გვერდზე შესაბამისი კომენტარით.
ჩემზე ყოველგვარი ზეწოლა მათი მხრიდან წამსვე იქნება გასაჯაროებული, ხოლო ფიზიკური--ადეკვატურად შეფასებულ-პასუხგაცემული ჩემგან, რის შესახებაც ვაცხადებ ხმამაღლა.
ამ კვირის ბოლომდე თუ თანხა არ იქნა მათი მხრიდან დაფარული, პარლამენტის შენობასთან მე ჩემს ოჯახთან ერთად მოვაწყობ ნახევარდღიან შიმშილობას.
ყველას მადლობა, ვინც გვერდში მიდგას ამ ამბავში!
https://www.facebook.com/permalink.php?stor...100010051721460 This post has been edited by CIGAR on 4 May 2016, 21:20