ასეთი სიტუაციაა, ორი ინტერნეტი მაქვს დაერთებული, CGC-ს ოპტიკა MAC-ით მოდის და მეორე Silknet-ის DSL, ორივე რომ ჩავრთე და Load Balancing და Failover დავალაგე, ამუშავდა, მაგრამ IP-ები აიღო მხოლოდ ნაწილმა კომპებმა, რამდენიმეს სანამ ხელით არ გავუწერე ცოცხალი თავით არ ქონდათ ნეტი, მოკლედ სანამ ხელახალ კონფიგს დავიწყებდი მუშაობდა, მიზეზი სხვა იყო რესეტის, ზოგ კომპზე შერჩენილი აიპებით მუშაობდა ნეტი, დანარჩენებზე ხელით გაწერა მომიწია, ასევე ნეტი არ ქონდა ლინუქსზე მომუშავე 4 კომპს, რომელზეც ფიზიკურად შეუძლებელია IP-ს ხელით გაწერა, და ასევე Linux ბოქსზეც ვერ აიღო IP, ერთი კითხვა გამიჩნდა ამ ყველაფრის შემყურეს

ხომ არ არის ეს Silknet-ის მოდემის ბრალი, ანუ IP-ებს იმისი DHCP-ც ხომ არ ტენის და ეგ ხომ არ ურევს საქმეს? მაგრამ Silknet-ის პორტი სულ გავთიშე მერე, მაგრამ მაინც არაფერი მეშველა, ბოლოს იძულებული გავხდი ძველი კონფიგი დამერესთორებინა და ჩავღმავებოდი ინტერნეტის უძირო საიტებს

რომ ამოვიწერო მაკები და სტატიკური DHCP ჩავურთო საჭირო მაკებზე ხომ უნდა დაურიგოს შესაბამისი IP-ები?