“მაისის ბოლოს ნარმანია თბილისის მერი არ იქნება”
2016-05-06 23:56:58 · ამობეჭდვა
დავით ნარმანია მაისის ბოლოს დედაქალაქის მერი აღარ იქნება -ეს განცხადება, გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა. კილაძემ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას , პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ ნარმანიას მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადება შეაფასა. ჟურნალისტის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად , თბილისის მერის არჩევნების ჩატარებასაც გეგმავს. კილაძე ამბობს, რომ ნარმანიას სურს კენჭი იყაროს საპარლამენტო არჩევნებში და გახდეს დეპუტატი. გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი კიდევ ერთხელ აფასებს ნარმანიას უარს საკრებულოს სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით და თბილისის მერს „თავხედს“ უწოდებს. კილაძე ამბობს, რომ ნარმანიას სითავხედეს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ადეკვატური პასუხი გასცა.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ მაისის ბოლოს ნარმანია თბილისის მერი არ იქნება. ეს თანამდებობის დატოვება შიძლება იყოს სიმბოლური იმიტომ, რომ მას აქვს სურვილი კენჭი იყაროს და გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი საკუთარი მშობლიური რაიონიდან. ამიტომ არ გამოვრიცხავ იმას, რომ უსუფაშვილის ტონის გამკაცრება იყოს სწორედ დაკავშირებული ამ პროცესთან. მეორე ის რომ „რესპულიკური პარტია“ ცდილობს იყოს ოპოზიციის როლში და მესამე ის , რომ ნარმანიას საქციელი ყოველგვარ პოლიტიკურ ეთიკას გაშორდა. ქალაქის მერი როდესაც ამბობს, რომ ის არ მივა საკრებულოში ეს არის პირდაპირ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის განცხადება. არ გამოვრიცხავ , რომ „ქართული ოცნება“ განიხილავს , რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს მერის არჩევნები , მაისიდან საპარლამენტო არჩევნებამდე მერის მოვალეობასა, რომელიმე ვიცე მერი, სავარაუდოდ გიორგი ლილუაშვილი შეასრულებს და არ გამოვრიცხავ იმასაც , რომ გიორგი ვაშაძის დემონსტრაციულად წასვლა უკავშირდებოდეს იმას, რომ ის მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერის არჩევნებში, რომელიც სავარაუდოდ შემოდგომაზე გაიმართება. უსუფაშვილის პოზიცია მკაცრი ნამდვილად იყო, ის უფრო მოთხოვნას ჰგავდა და რამდენად გაითვალისწინებს ნარმანია ამ მოთხოვნას ეს ალბათ ამ დღეებში გამოჩნდება, მაგრამ ის , რომ დედაქალაქის არჩეული მერი არ მიდის საკრებულოში, ეს არის სრული იდიოტიზმი პირდაპირ შემიძლია გითხრათ. მსგავსი რამ ქართულ პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს. ნარმანიას ეტყობა ჰგონია, რომ თბილისი სამუდამოდ მემკვიდრეობით ერგო მას და ვერც კი ასიგრძეგანებს იმას რამხელა პატივი მიაგეს მას თბილისელებმა , რომელმაც აირჩია. მოესწრო იმას რომ გახდა დედაქალაქის მერი. პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით და არანაირი პიროვნული წვლილი, მას როგორც პერსონას , სახელს და გვარს დავით ნარმანიას ამ თანამდებობის მოპოვებაში არ მიუძღვის. ის არის თავხედი და ამ სითავხედეს ალბათ ლოგიკურად და სწორად უპასუხა დავით უსუფაშვილმა თავისი განცხადებით,“-განაცხადა ელისო კილაძემ.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=66233 თბილისის მერობის მოვალეობა ხუთიანზე შეასრულა და უფრო დიდ მასშტაბებს უნდა შეეჭიდოს, პარლამენტარობა სდომებია.