მიხეილ მაჭავარიანი ადასტურებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი „სკაიპით“ ჩაერთო
ამობეჭდვა · დამატებულია 14:08, 06-05-2016
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ადასტურებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის დროს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „სკაიპით“ ჩაერთო.
როგორც 2030.news-ს მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა," სააკაშვილთან აქტიური საუბრები აქვთ, ხშირად ეკითხებიან რჩევებს, რადგან „ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ის პოლიტდევნილად აქცია“.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა. ამასთან, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა.
http://2030.news/index.php?newsid=6123