http://www.ick.ge/rubrics/main-news/62-bne...647--1500-.html
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წევრი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ზაზა კედელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუ“-დან ყოველთვიურად, დახმარების სახით, 1500 ლარს იღებს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფონდ „ქართუს“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად კი ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, ზაზა კედელაშვილმა დახმარების გაგრძელების თხოვნით, ფონდს განცხადებით მიმდინარე წლის იანვარში მიმართა.
„ყველა ის პირი, ვინც ფონდიდან დახმარებას იღებს, ყოველი წლის დასაწყისში წერს განცხადებას დახმარების მიღების შესახებ. ზაზა კედელაშვილმა ბოლოს განცხადება 2012 წლის იანვარში დაწერა, რის საფუძველზეც ის ფულად დახმარებას მთელი წლის განმავლობაში მიიღებს. ფონდ „ქართუს“ რამდენიმე პროექტი აქვს, მათ შორის ეხმარება ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბიძოს მიუცია ის ფულები
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3