#47752274 · 7 May 2016, 15:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხელისუფალნო ცენტრში თუ ადგილებზე, მოგიწოდებთ იმას, რაც ჩემზე უკეთესად იცით. თუ თქვენ უკეთესად იცით, მაშინ მე რატომ მოგიწოდებთ? გაფხიზლებთ. არ ჩათვლიმოთ უნებლიე ჩათვლემით და რომ არ გამოგრჩეთ ის, რაც ჩემზე უკეთ იცით და რისკენაც არის მიმართული თქვენი მზერა საქვეყნო ინტერესებიდან გადანაცვლებული. (თუმცა არც არასდოს ყოფილა საქვეყნოსკენ მიმართული. თქვენ ხომ ხელისუფლებაში ამისთვის არ მოხვედით). არჩევნები მოდის და რა იცით და ვიცით რა ხდება. ამიტომ ჩქარობთ ეკონომიკის სამინისტროდან გამოყაროთ ყველაფერი საუკეთესო, რაც კი რამ არის გასაყიდი და მეორე თუ მესამე პირზე თუ პირებზე გადააფორმოთ გროშებში ყველაფერი რაც მოგწონთ, რაც მოგდით თვალში. აბა თქვენ იცით, სანამ ხელისუფლებაში ხართ, ცენტრალურ თუ ადგილობრივ ბიუჯეტს შეექცევით. მერე? მერეც ხომ გინდათ მსუყე და განცხრომითი დღეები? ამიტომ, - არ მოდუნდეთ, არ გამოგეპაროთ არაფერი. ჩვენ კი ტაშს დაგიკრავთ, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებით, მაგრამ როცა დავინახავთ, რომ მთელი ქვეყნის უძრავ-მოძრავი ქონება თქვენს სტომაქებშია ჩალექილი. აბა ჰე, არ მოდუნდეთ, - დაფაცურდით. მიდექით, - მოდექით. გაგვქურდეთ ყველანი.
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|