მოგესალმებით მეგობრებო.
ზოგადად ზღარბი ერთ-ერთი უძველესი ცხოველია და თუ ევოლუციურ კიბეს გავყვებით დაახლოებით 15 მილიონი წელიწადია არსებობს. შესაბამისად კარგი დაცვისა და თავდასხმის მექანზმი აქვს გამომუშავებული და ძირითადად ღამის ბინადარია. ზღარბებზე ხშირად მელია ნადირობს, თუმცა საკმაოდ უჭირს მისი დაცვის მექანიზმის გადალახვა. თავად ზღარბი ხშირად გეველებთან და სხვა ქვეწარმაველბათ შედის დაპირისპირებაში.
ძირითადად გამოიყოფა ევროპული და აფრიკული ჯიშის ზღარბი.
აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს ზღარბების მოშინაურებული ჯიშიც.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ზღარბის ყოლა საკმაოდ ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, ხოლო დიდ ბრიტანეთში ზღარბების გადასარჩენად სამთავრობო დადგენილებებიც არსებობს და პარლამენტშიც მსჯელობდნენ ამ საკითხზე, საქართველოში ზღარბი არმგონია ვინმეს ყავდეს შინ.
და მაინც თუ ვინმეს გყავთ გაგვიზიარეთ რამდენად რთულია მისი მოვლა?
რა პირობები უნდა დაიცვას პატრონმა?
და საერთოდაც სად შეიძლება მისი ყიდვა?