მოგესალმებით. ცოტა ზოგადი შეკითხვა მაქვს..

მე ვებ პროგრამისტი ვარ, ვმუშაობ PHP, JS, Node.js, ნუ HTML + CSS, რადგანაც linux-ზე ვმუშაობ, Bash / Shell სკრიპტების წერა მიწევს ხშირად. ცოტა Python-ზეც მიწევს ძირითადად web crawler-ების წერა.
დაახლოებით 1 თვეა Scala-ს სწავლა დავიწყე და მომწონს ძალიან, მაგრამ ჯერ ვერ ვხვდები როგორ შეიძლება გამოვიყენო ზემოთჩამოთვლილ ენებთან ერთად.
უფრო სწორად - რა სახით შეიძლება გამოვიყენო და რა შეიძლება გავაკეთებინო ისეთი, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი ენებით ვერ ან რთულად გავაკეთებდი?
თუ ხართ ვებ პროგრამისტები, ვინც java-ზე ან scala-ზეც მუშაობთ, იქნებ მითხრათ ძირითადად რაში იყენებთ ხოლმე?