თქვენსავით პროფესორი არ ვარ მაგრამ...
მსოფლიო ლიდერები არიან:
1. უკრაინა
2. რუსეთი
3. სამხრეთ აფრიკა
4. ჩინეთი
5. თურქეთი
6.არგენტინა
მთავარი პრობლემა რაცაა- ზეთი ბაჟდება 2 ლარიდან დღგ , და უწევს აქციზი 12 % , დსთ ამ აქციზისგან სტ1 ფორმა ათავისუფლებს(ანუ არ იხდი) და ევროპას ეუ1.
ჩინეთი დაივიწყე, 12 % იბეგრება. მზესუმზირა ყველაზე იაფია და იმიტომაა ასეთი პოპულარული, ინდონეზიაში პირადად ვარ ნამყოფი, პალმის ზეთია (რომელსაც 12 % არ უწევს) მაგრამ იყიდენა 18 % ზე, და ხარისხობრივად ცპ10 კლასიფიკაცია ღირს 200 $ ით იაფი ვიდრე მზესუმზირა (ქოლესტერინით და მონაცემებით ბევრად უკეთესია ვიდრე მზესუმზირა) სიმინდის ზეთზე არც იფიქრო, ძალიან ძვირია.
ფასები Fობ ზე 650-950 $ მდე მერყეობს უკრაინა, (ყოველდღიურად იცვლება) და 1000+ რუსეთი (უფრო ძვირია)
შეფუთვაში შემოტანა ძვირი დაგიჯდება, გირჩევნია ვაგონი(60ტონა) ან ფლექსი ტანკი. უკიდურეს შემთხვევაში 208კგ კასრები)ტრაილერი მითუმეტეს ეგრევე წაგებაა.საქართველოში ზეთის წარმოება არ არსებობს , ყველა ეგ ქარხანა ასხავს უკრაინულ ან რუსულ ზეთს,(რაფინირება ძვირი უჯდებათ) უკიდურეს შემთხვევაში ყიდულობენ მზესუმზირას (ტონა 280-300 $ ) და ადგილობრივად აწარმოებენ ცოტას.
კონკურენცია ძალიან დიდია, მარჟა პატარა.ძირითადი ბლეფაობა მიდის შეფუთვაზე ( 1000 L =920კგ წონაში) ჩვენთან ლიტრიანების მაგივრად 920 გრამიანი შეფუთვები გაუშვეს(წონაში 830 გრამი) , მერე დაჟე 800 ნებიც( ფასი ნაკლებია ხალხი ყიდულობს)
1 კონტეინერი და 2 თუნდაც არაფერი არაა..წელიწადში 16 000 ტონა ზეთი იყიდება საქართველოში, კონტეინერში 26 ტონა ეტევა.
უკრაინა 4.700 000 ტონას აწარმოებს, ხანდახან 5 მილიონ ტონსაც , რუსეთი 4 მილიონ ტონამდე.
არგენტინას ამერიკა ყლაპავს, ზეთი იაფია მაგრამ ვერ შემოიტან, მინიმუმ ერთი გემი უნდა წამოიღო 1000 ტონა რო გიღირდეს .
მოწოდებაში შენი ერთი კონტეინერი არავის აინტერესებს, როგორც წესი კონტრაკქტს მინიმუმ 100 ტონაზე დებენ, და გადახდა წინასწარია, არცერთი უკრაინელი და რუსი 30/70 არ გაგიკეთებს "პა ფაქტუ ხდება" ანგარიშსწორება..
ნუ კიდევ რამე თუ გაინტერესებს მომწერე, ვეცდები დაგაკვალიანო.
პ.ს. დახმადებით ვერ დაგეხმარები..ძალიან უმნიშვნელო თემაა ჩემთვის და არ მიღირს

ისევ აქაურ სხვა პროფესიონალებს მიმართე