ორი დღის წინ დავაყენე W10 და ნელნელა ვმართავ თან გუგლში ვიქექები, ვიფიქრე აქაც გაგიზიარებდით რამოდენიმე tweak-ს რომლებიც გამოვიყენე უკვე და გამოდგა, ეს თემა განსაკუთრებით მათთვისაა, ვისაც (ჩემსავით) 1მბ ოპერატიულის დახარჯვაც არ უნდა იმ ფუნქციებზე რომელსაც არ იყენებს. ასევე შევეხები Privacy-ს თემასაც, რადგან როგორც ცნობილია W10-მა პირად სივრცეში შეჭრის რეკორდი მოხსნა OS-ებს შორის.
cortana-ს გათიშვა ისე რომ ყოველი რესტარტისას თავიდან არ ჩაირთოს:(გაფრთხილება: მოგვიანებით შეიძლება დაგჭირდეთ კორტანას ჩართვა რაიმე მიზეზის გამო, ამიტომ ფოლდერის სახელს ნუ წაშლით, უბრალოს 1-2 სიმბოლო მიუწერეთ წინ და როცა დაგჭირდებათ იგივე გზით დაუბრუნებთ ძველ სახელს რის შემდეგაც სისტემა ისევ შეძლებს მის პოვნას და ჩართვას)
Task Manager-იდან მოძებნეთ cortana-ს ფოლდერი open file location-ით:

გათიშეთ cortana , Task Manager-ში End Task-ით:

და გადაარქვით ფოლდერს სახელი მანამ სანამ სისტემა ხელმეორედ ჩართავს.
(გაფრთხილება: მოგვიანებით შეიძლება დაგჭირდეთ კორტანას ჩართვა რაიმე მიზეზის გამო, ამიტომ ფოლდერის სახელს ნუ წაშლით, უბრალოს 1-2 სიმბოლო მიუწერეთ წინ და როცა დაგჭირდებათ იგივე გზით დაუბრუნებთ ძველ სახელს რის შემდეგაც სისტემა ისევ შეძლებს მის პოვნას და ჩართვას)
არასაჭირო სერვისების გათიშვა:დააჭირეთ windows+R-ს და Run-ში აკრიფეთ services.msc :

და დააყენეთ სერვისები რომლებიც არ გჭირდებათ disabled-ზე.
პოტენციური გასათიში სერვისების სია :dmwappushsvc - ყოჩაღ microsoft, ოფიციალური keylogger ვირუსი რომელიც highly reccomended რომ გათიშოთ
connected user experiences and telemetry - ესეც მონაცემებში იქექება
print spooler - თუ პრინტერს არ ხმარობთ
fax - თუ ფაქსს არ ხმარობთ
downloaded maps manager - თუ map აპლიკაციას არ ხმარობთ
secondary logon - *
touch keyboard and handwriting panel service -თუ Touch keyboard-ს არ ხმარობთ
windows image acquisition - თუ პრინტერს არ ხმარობთ
ყველა
hyper-v (ექვსი თუ შვიდი) - სერვისი თუ არ virtual machine-სთვის არ იყენებთ
xbox-ის სამივე სერვისი თუ არ იყენებთ
(ამ ლისტს განვაახლებ თუ რამეს ვიპოვნი კიდევ)
ჯერჯერობით სულ ეს არის, იმედია გამოგადგებათ.
This post has been edited by Derelict_Samurai on 10 May 2016, 12:09