#47775025 · 10 May 2016, 12:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
თურქეთის დიდი ნაციონალური კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების მიერ მიღებულ ერთობლივ განცახდებაში ნათქვამია, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას გააძლიერებს და ღირებულებას გაზრდის.
მედიის ინფორმაციით, კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველო ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალიანსის მისიებში მონაწილეობით.
თურქეთის დიდი ნაციონალური კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, 8-9 ივლისს დაგეგმილ ვარშავის სამიტზე საქართველოს ალიანსში წევრობასთან დაკავშირებით ძლიერი გზავნილები გააკეთონ.
--------------------
სადაც ნაკლები ჯარია,იქ მეტი სიმამაცეა
Cxovreba gaseirnebaa,Samudamo Dzilis Win...
|