
გამარჯობათ, ამ პოსტში მინდა შევეხო მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს საიტის ოპტიმიზაციაში - კონტენტს. (იმიტომ რომ პირველი ლინკებია.) ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამწყები შეზღუდულია ფინანსებში, და არ აქვს საშუალება გადაუხადოს სეო სტატიების მწერლებს. რომლებიც ძირითადად მთავარი დანახარჯია ხოლმე. ან ცდილობს რომ დაზოგოს და უკვეთავს იაფ სტატიებს, რომლებიც ან დასპინულია (კომპიუტერის მიერ ხელოვნურად შექმნილი) ან კიდევ უბრალოდ არ ვარგა და დროთა განმავლობაში გუგლის პენალტის შანსებს გაზრდის მწირი კონტენტის გამო. (thin content)
მაგრამ ეს გაკვეთილი ( თუ რაც გინდათ დაარქვით ) არ იქნება მხოლოდ სტატიების დაწერის მსურველებისთვის. მაგალითად მე როცა ახალბედა ვიყავი არ ვიცოდი როგორ გამომეყებინა ჩემი ბიუჯეტი, რა ინსტრუქციები მიმეცა სტატიის შეკვეთისას. ხო, სტატიის შეკვეთა თუ გინდათ გაითვალისწინეთ რომ ჯობს გყავდეთ ინდივიდუალი რომელიც თვითონ წერს ( ე.ი მწერალი

) და არა მესამე პირი, რომელიც იდგება თქვენს და მწერალს შორის. მაგალითად მე მასეთ მესამე პირს ვუკვეთავდი, რომელიც იღებდა 100 სიტყვაში ერთ დოლარს. და სავარაუდოდ მწერლებს აძლევდა მხოლოდ ნახევარს ან ცოტა მეტს, ანუ ფულის ნახევარს იღებდა არაფერში. ასე რომ ეცადეთ პირადად დაეკონტაქტოთ მწერლებს ამ მეთოდის საშუალებით (ინგლისურადაა, შეიძლება გადავთარგმნო)
ლინკი. ან იპოვეთ ქართველი მწერლები. ეს ჩემი გამოცდილებაა, მაგრამ არ გქონდეთ ილუზია რომ ამერიკელი 100 სიტყვას 1 დოლარად ან უფრო ნაკლებად დაგიწერთ. ეს სასაცილოა, უბრალოდ რომ ავიღოთ ამერიკაში საშუალო ხელფასი - 10 $ საათში, ნათელია რომ არცერთ ამერიკელს არ უღირს თქვენთვის სტატიის დაწერა. რადგანაც სტატიის დაწერა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რადგან პირველ რიგში გჭირდებათ რომ თქვენ თვითონ გქონდეთ ამა თუ იმ საკითხზე საკმარისი ინფორმაცია, და შემდეგ შეუდგეთ წერას. რომელიც ასევე ყურადღებას მოითხოვს, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავ. ანუ ამის დედა აზრია რომ დაივიწყეთ ის მითი რომ სეოს სტატიისთვის აუცილებელია მწერალი ამერიკელი ან ბრიტანელი იყოს. სისულელეა, ბევრმა ქართველმა თუ ინდოელმა (ძირითადად ესენი წერენ სტატიებს იაფად რადგან მათთან ცხოვრების დონე დაბალია, ხოლო ინგლისურის ცოდნის დონე მაღალი ) ბევრად უკეთ იციან ინგლისური, ვიდრე ზოგიერთმა ამერიკელმა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ეს ყველაფერი ვიცი იმიტომ რომ როცა საიტებისთვის ფული გამომელია, მომიხდა სტატიების ჩემით დაწერა. და დროთა განმავლობაში მივიღე გამოცდილება. ახლა ალბათ მალე აღარ დამჭირდება, ამიტომ მინდა დავეხმარო მათ ვისაც შეზღუდული რესურსები აქვთ.
ახლა კი გადავიდეთ თვითონ რჩევებზე. ეს სტატია იქნება კონცენტრირებული ინგლისურად წერაზე, რადგან პირადად ამ ენაზე მაქვს გამოცდილება. მაგრამ წესით დიდი განსხვავება არც სხვა ენებზე უნდა იყოს. თუ ინგლისური არ იცით, მოგიწევთ სხვას შეუკვეთოთ. თუ სკოლაში ხართ და ჯერ კიდევ გაქვთ ინგლისურის სწავლის შანსი,
ისწავლეთ ინგლისური. უკეთესს ვერაფერს ისწავლით. მე პირადად ვისწავლე ფილმების და სერიალების ხარჯზე. ახლა კი დავკონკრეტდეთ

პირველი რაც გჭირდებათ რომ იცოდეთ, არის ის რომ გუგლი ჩვეულებრივი რობოტია. ანუ აფასებს თქვენს კონტენტს მათემათიკური გამოთვლების ხარჯზე. რომელიც (კონტენტი) აღიქმება HTML ფორმატში. ანუ თუ რაღაცას ფლეშში, ან სხვა ფორმატში დაწერ, გუგლის ბოტი მას ვერ აღიქვამს და გაატარებს. მაგალითად რაღაც რომ დაწეროთ, სურათი გადაუღოთ და თვითონ ტექსტის მაგივრტად ეს სურათი ჩასვათ, გუგლის თვალით ეს იქნება უბრალოდ სურათი. და არა სასარგებლო ინფორმაცია, ასე რომ მისგანაც ვერაფერს მიიღებთ. მაგრამ ფაქტი რომ გუგლი რობოტია ნიშნავს რომ თუ თქვენი ინგლისური შორსაა იდეალურისგან, არაუშავს და შეიძლება მუშაობა და დროთა განმავლობაში დახვეწა.
ასევე ბევრი შეკითხვა მიმიღია
ქივორდების სიმჭიდროვესთან (keyword density) დაკავშირებით. ანუ პროცენტულად რამდენჯერაა გამოყენებული ესა თუ ის ფრაზა თქვენს სტატიაში. ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, მინდა გირჩიოთ რამდენიმე რამე. ვთქვათ წერთ 500 სიტყვიან სტატიას. დაივიწყეთ ქივორდების სიმჭიდროვეზე ფიქრი და უბრალოდ წერეთ ბუნებრივად. თუ შეატყობთ რომ შეგიძლიათ ჩასვათ თქვენი ქივორდი ისე რომ კონტექსტიდან ამოვარდნილად არ ჩანდეს, ჩასვით. გუგლი დაახლოებით ასე აფასებს თქვენი ქივორდის სიმჭიდროვეს კონტექსტში - პირველად შეხვდა ესა თუ ის ფრაზა, კარგია, გაითვალისწინებს და დიდი ალბათობით გამოგაჩენთ ამ ქივორდზე. მეორედ - უკეთესი, ხვდება რომ ეს საკითხი მნიშვნელოვნადაა განხილული თქვენს სტატიებში. მესამე უკვე დიდ უპირატესობას აღარ მოგცემთ. აი 500 სიტყვიან სტატიაში თუ ერთი და იგივე ფრაზას მეოთხედ, მეXუთედ, მეექვსედ და მეშვიდეთაც გამოიყენებთ, ეს უფრო მეტ ზარალს მოგიტანთ ვიდრე სარგებელს

რადგან გუგლი მართალია რობოტია, მაგრამ ხვდება რომ ცდილობთ შეტენოთ ეს ქივორდი და ხელოვნურად მოიმატოთ რანკინგი.
შესაბამისად გადაამრავლეთ რიცხვები. მაგალითად 1000 სიტყვიან სტატიაში დააწესეთ 6 ჯერ გამეორების ლიმიტი, 2000 იანში თორმეტჯერ. და არაა აუცილებელი ზუსტად ამ რიცხვებს მისდიოთ. მაგალითად ხანდახნა შეიძლება 5 იყოს, ხან 7. ამით არაფერი დაშავდება, მთავარია რომ პრინციპს მიხვდეთ და სტატია ქივორდებით არ გადაამლაშოთ მარტო იმიტომ რომ რომელიმე სტატიაში "სეო გურუმ" ასე გირჩიათ.
ასევე საინტერესოა ისიც რომ გუგლი ჭკვიანია, და მისთვის არაა აუცილებელი ფრაზა ზუსტად დაწერო, რომ მიხვდეს მის მნიშვნელობას. მას შეუძლია შედარებით რთული ოპერაციების შესრულებაც. ანუ მაგალითად მინდა დავირანკო ქივორდზე "ტყავის ბურთი ფეხბურთისთვის". შეიძლება საერთოდ არ გავიმეორო სიტყვა სიტყვით ეს ფრაზა, მაგრამ ეს სამი სიტყვა ახლო ახლო, ან ერთ წინადადებაში დავწერო, მაგალითად ასე - ( ტყავის ბურთი საუკეთესოდ ითვლება ფეხბურთისთვის). ამით გუგლი ხვდება რომ საუბრობთ ამ კონკრეტულ საკითხზე. კიდევ ბევრი დეტალია რომელიც ზუსტად არ მახსოვს და შეიძლება მოგვიანებით დავამატო

კითხვებსაც მივიღებ.
ორ წლიანი გამოცდილების საფუძველზე ვამბობ, თუ ონლაინში შემოსავლის მიღება გინდათ დაივიწყეთ captcha ს შეყვანა და თვალების დათხრა ერთი დოლარისთვის, ან ნაგვის და მანქანების გადამუშავება. უბრალოდ დაივიწყეთ და ისწავლეთ ინგლისური და სტატიების წერა. ეს რეალურად გაშოვნინებთ ფულს.
ინგლისური იდეალურად არ ვიცი მაგრამ დღეში რამდენიმე საათის მუშაობით რომ მოვინდომო 2000 სიტყვას დავწერ. რომელიც ყველაზე ცუდ შემთხვევაში 10-15$ მაინც ღირს, თუ მეტი არა. რაც 25 ლარია. რაც დაახლოებით 550 ლარია, თუ ჩავთვლით რომ შაბათ კვირას დავისვენებ და არაფერს გავაკეთებ
This post has been edited by Shiva> on 17 Apr 2016, 19:08