ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ 11 მაისის აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნების შედეგები გამოაცხადა. არჩევნების შედეგად 13 წევრი აირჩა: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ნოდარ ბელქანია, ამირან ბერძენიშვილი. იურიდიული ფაკულტეტი - ირმა ხარშილაძე, ირინე ქურდაძე. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტი - თამარ აბაშიძე რუსუდან სანაძე. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - გიორგი ღვედაშვილი, ომარ ფურთუხია. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - ელგუჯა მექვაბიშვილი, მარინე მინდორაშვილი. მედიცინის ფაკულტეტი - პაატა იმნაძე, ნინო ოკრიბელაშვილი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოვლენილია ერთი გამარჯვებული - დავით გოცირიძე. ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს აპოლონ სილაგაძემ და ქეთევან ხუციშვილმა. ხელახალი კენჭისყრის თარიღი უახლოეს პერიოდში დაინიშნება.
http://2030.news/index.php?newsid=6421პ.ს. სავარაუდოდ შეჩვენებულია ეს საბჭო, ისტორიას არ ახსოვს 666 ამომრჩეველი.

ვერც შელოცვა უშველის...
პ.პ.ს. ფუი ეშმაკს, ჯვარი აქაურობას!
This post has been edited by გუბაზიანი on 11 May 2016, 23:04
მიმაგრებული სურათი