#47811015 · 14 May 2016, 15:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ სად დამეფლოსტა არვიცოდი, ალბათ აქ
მაქვს სახლი დაახლოებით 45K $ ღირებულების და ყოველთვიურად მაქვს შემოსავალი 1500 ლარი მინიმუმ, საშუალოდ კი 2500-3000ზეც ავდივარ ხოლმე(ოღონდ ეს არაა ფიქსირებული და ეს არაა სამსახური რო ცნობა წარვადგინო ბანკში ან რამე მსგავსი), მაგრამ ვერ ვაგროვებ ასე ერთიანად ფულს და მჭირდება 12K$ საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავტომობილისთვის
2 წელია ვაგროვებ ვაგროვებ და ვერ შევაგროვე ბევრი ხარჯის გამო, ხან რა იყო ხან რა... ეხლა ნელ ნელა დავიწყე მაგრამ 12000 დოლარს რამდენიმე წელიწადში შევაგროვებ და რამდენიმე წელიწადში არც მანქანა მენდომება და არც საყოფაცხოვრებო ტექნიკა ისეთი სურვილით როგორც ეხლა...
თუმცა ეს ისეთი თემაა რო აჩქარება მაინც არ ღირს და ამიტომ დავპოსტე აქ
გამოუცდელი ვარ ამ სფეროში და რას მირჩევთ, ან რას იზამდით ჩემს ადგილზე
|