ვერ გამიგია რა ხდება, რატომ ხდება ამ ქვეყანაში ყველაფერი უმრავლესობის ნების და საღი აზრის საწინააღმდეგოდ?! და ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში მაინც იგივე რომ გრძელდება?!
ცეესკომ არ დაარეგისტრირა სარეფერენდუმო საკითხი ქორწინების ქალის და მამაკაცის კავშირად კონსტიტუციით განსაზღვრის შესახებ, რაღაც კანონთან შეუსაბამობები უპოვნიათ. როდესაც თურმე დარეგისტრირებული აქვს რეფერენდუმის ჩატარება საკითხზე რომელსაც შემდეგი კითხვის სახე აქვს „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში“ .
მთავრობის და პარლამენტის მიერ ინიცირებულ საკითხს რაც ქვეყნის დიდი უმრავლესობის მოთხოვნას შეესაბამება ცეესკო აგდებს. ან გათამაშებული საკითხია და თავიდანვე დაგეგმილი იყო ამ საკითხის ჩაგდება ცეესკოში ან რაღაც სხვა ძალები მართავს პროცესებს და არა მთავრობა.
ამავ დროეულად პარლამენტი იხილავს კანონპროექტს რომლითაც ოჯახებზე ბაშვების ჩამორთმევის ერთპიროვნულ უფლებას უკანონებენ ვიღაც სოც. მუშაკებს.

საით მივექანებით?! გამოფხიზლდით ვისაც საღი აზრი შეგრჩენიათ!!!
ისევ ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებია ეს? რომელიც ძალიან გვიხარია მაგრამ შიგნით რა წერია არავინ ვიცით.
ანტიდისკრიმინაციული კანონი ხომ უკვე შევიტენეთ ასოცირების ხათრით.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...registrira.htmlსაქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინების ცნებასთან დაკავშირებული სარეფერენდუმო საკითხი არ დაარეგისტრირა.
საინიციატივო ჯგუფის მიერ წამოყენებულ საკითხზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს იმსჯელა და ცხრა ხმით არც ერთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო. ცესკო-ს გადაწყვეტილება სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან განმარტა.
მისი თქმით, წარმოდგენილი ფორმულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის საქართველოს საარჩევნო კოდექსს და კანონს რეფერენდუმის შესახებ.
„დღევანდელ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხი არ გაატაროს რეგისტრაციაში, ვინაიდან აღნიშნული ფორმულირება ეწინააღმდეგება ცალსახად საქართველოს კანონმდებლობას. მათ შორის ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსს ასევე კანონს რეფერენდუმის შესახებ. საინიციატივო ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა დაეზუსტებინა აღნიშნული კითხვის ფორმულირება, მათ ფორმულირება უცვლელი დატოვეს. ზოგადად, საკითხის რეგისტრაციაში გატარება გულისხმობს მის შესაბამისობას კანონმდებლობასთან. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე სხვა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო მსგავსი საარეფერენდუმო საკითხი, რაც რეგისტრაციაში გატარებულია, ვინაიდან ის კონკრეტული კითხვის ფორმულირება საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია“, - განმარტა ანა მიქელაძემ.
მისივე განმარტებით, სხვა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი და 28 მარტს დარეგისტრირებული საკითხი შემდეგი ფორმულირებით არის: „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში“ . ხოლო სანდრო ბრეგაძის, ზვიად ტომარაძის, სოსო მანჯავიძისა და კახა მიგინეიშვილის შემადგენლობით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკითხის ფორმულირება, შემდეგნაირი იყო: „თანახმა ხართ თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორიწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის“. სანდრო ბრეგაძე ცესკო-ში იმყოფებოდა, თუმცა სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია.
This post has been edited by ecklesiast on 14 May 2016, 02:49