ესპანური გამომცემლობა AS იტყობინება, რომ ერაყში, მადრიდის "რეალის" ფან კლუბში, ტერორისტული დაჯგუფება ISIS–ის წევრები შეცვივდნენ და 14 გულშემატკივარი მოკლეს.
შეტევა ბაღდადში მოხდა. როგორც ამბობენ, ერთ–ერთ ტერორისტს ხელში AK-47s ეჭირა და იმ ადგილას შევარდა, სადაც დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 14 და დაშავდა 20 ადამიანი.
AS–ის ჟურნალისტები "რეალის" ფან კლუბის პრეზიდენტს დაუკავშირდნენ:
"ისლამისტური ISIS–ის ტეროსიტები ჩვენს კაფეში შემოცვივდნენ, შეიარაღებულნი იყვნენ AK-47s–ით და ესროდნენ ყველას ვინც შიგნით იყო."
ფან კლუბის პრეზიდენტმა ტერორისტების შესაძლო მოტივზეც ისაუბრა:
"მათ არ უყვართ ფეხბურთი. ისინი თვლიან, რომ ეს ანტი მუსლიმურია. საშინელი ტრაგედია მოხდა."
http://goal.ge/mtavari-ambebi/43524-isisma...vri-daxoca.html