პოლიტიკოსი, რომელიც გვიყვარს.
ჰო, გვიყვარს… ოღონდ, ისე კი არა, ჩვენ რომ ვიცით უსაშველო – ჯერ 96%-ით შეგვიყვარდება, გამოვალთ და მისი სახელის ყვირილს ვიწყებთ, მერე ხანი გამოხდება და 96%-ით მოვიძულებთ, გამოვალთ და: “გადადექი”, “ჩაუშესკუ” და “იუდა”…
ეგრე არა. აი, მართლა რომ შეგიყვარდება კაცს, ისეთი.
მაგალითად, როგორიცაა იტალიის თანასწორობის მინისტრი მარა კარფანია (Maria Rosaria Carfagna), ყოფილი მოდელი, პარტია “თავისუფალი ხალხის” წევრი.

ადრე იტალიელი მინისტრის ნახვა რომ მოგენდომებინა, 12 საათამდე წამლად ვერ იშოვიდი – სანამ გაიღვიძებდნენ, ესპრესოს დალევდნენ, ტირამისუს დააყოლებდნენ და სამსახურში ინებებდნენ მიბრძანებას… ახლა კი 6 საათიდან იკავებენ რიგს, რომ სხვებს დაასწრონ და კაბინეტის სხდომის დროს კარგი ადგილი დაიკავონ – მარა კარფანიას გვერდით.
დემოკრატი ქეირი თორისი (Carey Torrice) მიჩიგანის შტატის მაქომბის საგრაფოს კომისიონერია. ყოფილი ჟურნალისტი და ტელე-წამყვანი უკვე მეორედ აირჩიეს ამ პოსტზე. პოლიტიკოსი კარგ ფორმაში რომ უნდა იყოს, ქეირი ამის საუკეთესო მაგალითს იძლევა.

მშვენიერ ფორმაშია ავსტრალიელი ლეიბორისტი ქეით ელისიც (Kate Ellis), ახალგაზრდობისა და სპორტის ყოფილი მინისტრი. ამჟამად – პარლამენტის წევრია.

ებრაელ მოდელს, ყოფილ სამხედრო მფრინავსა და, ამჟამად, ქნესეთის დეპუტატს პარტიიდან “ისრაელი ჩვენი სახლია” ორლი ლევის (Orly Levy) “ნიუსუიქმა” “ისრაელის სარა ფალინი” შეარქვა. ლევის პოლიტიკა გენებში აქვს – ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილია.

აგერ სხვებიც ნახეთ რა ქალები ყავთ,ჩვენი ძონძებისგან განსხვავებით.
https://stylishblog.net/2010/05/20/sexy-politicians/ This post has been edited by lasa on 14 May 2016, 14:01