ქარელის რაიონში, ძამას ხეობაში მდებარე ბატეთის ტბის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი ხდება. როგორც ირკვევა, ტერიტორია შპს “მიუნჰაუზენის” საკუთრებაში 2005 წლიდან არის. კომპანიის წარმომადგენლის, სიმონ გუნცაძის თქმით, ტერიტორიაზე შესვლის საფასური 1 ადამიანზე 5-დან 10 ლარამდე იქნება. დიდი ჯგუფებისთვის გათვალისწინებული იქნება შეღავათები.
სიმონ გუნცაძე არ გამორიცხავს, რომ ხეობის და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომავალში ტურისტებისთვის ისეთი სერვისების შეთავაზებაც მოხდეს როგორიცაა გიდი-გამყოლი, ტრანსპორტირების სერვისი და ა.შ.
ბატეთი
გუნცაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ტერიტორია მნიშვნელოვნად დაბინძურდა მას შემდეგ, რაც აქ ტურისტების ნაკადმა მოიმატა და ამ მხრივაც სხვადასხვა სამუშაოებია ჩასატარებელი.
http://blog.turebi.ge/price-of-bateti-lake...l_zbTQ.facebook რას იტყვით იუზერნო?
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი