მოკლედ, აგერ მე-4 წელია უკვე, რაც აყვავებულ და თავისუფალ მსუნთქავ ფოთსაც მილიონები ეყოფა სტადიონისთვის ....
სად წავიდა 3,9 მლნ ლარი? წყალში გადაყრილი ფულისა და აუშენებელი "ფაზისის" ისტორია
ჩაშლილი იუბილე
ფოთის ცენტრალური სტადიონის აშენებას 2008 წლიდან უშედეგოდ ელიან.
რამდენიმე წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, 2013 წლის აგვისტოში ფოთში სტადიონის მშენებლობა დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა "ჯენერალ ქონსტრაქშენ კომპანიმ" სამუშაოები მალევე შეაჩერა. ადგილობრივმა მთავრობამ კომპანიას ხელშეკრულება პირობების შეუსრულებლობის მოტივით გაუწყვიტა.
რატომ დაირღვა სატენდერო პირობები და რატომ ვერ შეასრულა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები, ამაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს.
შარშან, იანვარში, ფოთის მერიამ "ფაზისის" სტადიონის ასაშენებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია "ხიდმა", კონტრაქტის თანახმად, გამოყოფილი 1,69 მილიონი ლარით დასავლეთ ტრიბუნის აშენება დაივალდებულა. თუმცა, ფოთის მერიამ თანამშრომლობა ამ კომპანიასთანაც იმ მოტივით შეწყვიტა, რომ სამუშაოები არაჯეროვნად იყო შესრულებული. მაშინ ითქვა, რომ თანხები "შეჭამეს".
ამის გამო, სტადიონის მშენებლობა (სადაც დასავლეთის ტრიბუნა 2015 წლის ივნისში უნდა დაესრულებინათ და 1940 მაყურებელზე იყო გათვლილი) აუხდენელ ოცნებად გადაიქცა, დიდი ფოთელის, ქართული ფეხბურთის ლეგენდა ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს კი სტადიონის ნაცვლად, ფოთის თეატრმა უმასპინძლა.
არადა, ერთი ხანობა, მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობდა.
სად წავიდა 3,9 მილიონი ლარი?
ამ დროისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2,7 მილიონი ლარის დიდი ნაწილი გახარჯულია, გაკეთებული კი თითქმის არაფერია, ხოლო მშენებლობა - შეჩერებულია.
ქალაქ ფოთის ადმინისტრაცია კომპანია "ჯენერალ ქონსტრაქშენ კომპანის" 453 ათას ლარს ედავება, ხოლო კომპანია "ხიდს" გრაფიკისა და ხელშეკრულების დარღვევებისთვის - 97 700 ლარს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ხიდის" დამფუძნებელი სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ნახევარ მილიონზე მეტი ოდენობის თანხის მითვისების ბრალდებით დააკავა...
ფოთის მერიაში სადავო თანხების ამოღების შემდეგ მის მობილიზებას აპირებენ. წესით, სატენდერო პროცედურები ამის შემდეგ უნდა დაიწყოს. სტადიონის მშენებლობისთვის შედარებით რეალურ იმედად ბიუჯეტიდან დამატებით 1,2 მილიონი ლარის გამოყოფა რჩება.
ახლა შევაჯამოთ: "ფაზისის" აშენებაზე უკვე დახარჯულია 2,7 მილიონი ლარი და დამატებით 1,2 მილიონს ითხოვენ, ანუ, ჯამში 3,9 მილიონ ლარი უნდა გამოიყოს. ეს იმ დროს, როცა ფოთის სტადიონზე ერთი ტრიბუნა აშენდა. ამაზე რას იტყვით?!
აშკარა-დაუჯერებელი!
ამ დროს, გაუგებარია, რატომ არავინ იბერტყავს ყურებს, როცა ბელგიური კომპანია "ევროქონექშენის" ქართველი წარმომადგენელი 7-ათასიანი, უეფას მე-4 კატეგორიის სტადიონების აშენებას 750 ათას ევროდ გვთავაზობს?
კომპანია კონტრაქტით დებს პირობას, რომ სტადიონი უსაფრთხოებისა და მდგრადობის პირობებს დააკმაყოფილებს, რადგან სრულად ითვალისწინებენ და იცავენ ევროკავშირის უშიშროების სტანდარტებს, მშენებლობას კი 6-7 თვეში ამთავრებენ.
ამ მასალებითა და ტექნოლოგიებით წამოჭიმეს ჰოლანდიაში "დენ ჰააგის", "ზვოლეს", "სპარტას", "როდას", "ბრედას", "გრონინგენის" სტადიონები, ბელგიაში "როზენდაალის" არენა, შოტლანდიაში - "სენტ მირენის" სტადიონი და ასე შემდეგ.
ბელგიელებს საქართველოში მშენებლობის უფლება რომ მიეღოთ, 7-ათასიანი სტადიონი, ფოთის გარდა, სხვა ქალაქშიც გვექნებოდა.
საინტერესოა, როდემდე უნდა აშენდნენ ფეხბურთის ხარჯზე და ამით როდემდე უნდა იზარალოს ქართულმა ფეხბურთმა? ასეთი ტკბილია ბიუჯეტის ფულები და იმდენად დავკარგეთ ქვეყნის შენების სურვილი, რომ ფულის გარდა, არაფერი გვაინტერესებს? ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ფულის ხვრა არ ჩანს?
საერთოდ, ვინმე ახსნის, რატომ სჯობია ერთ სტადიონზე 4 მილიონამდე ლარის გამოყოფა, როცა ამით ორი არენა აშენდება? რა, ბნელა?
სტატია სრულად:
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...sq-istoria.html