#47769155 · 9 May 2016, 16:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ის რაც მინდა ვთქვა ცოტა რთული ჩამოსაყალიბებელია ჩემთვის, ამიტომ ჯობია მილან კუნდერას ენით ვთქვა ჯერ : მილან კუნდერა თავის ერთერთ ესეში ამბობს რომ არის ორი სახის "კომპლექსი" - დიდი ქვეყნების მკითხველების და პატარა ქვეყნების მკითხველების, დიდი ქვეყნების, მაგ: საფრანგეთის შემთხვევაში ის შენიშნავს რომ - ამ ქვეყნის მკითხველს ფრანგული ლიტერატურის გარდა არაფერი აინტერესებს, დიდი ქვეყნების მკითხველები ფიქრობენ რომ კულტურის ხაზი - მათ ქვეყანაზე გადის და სხვა ქვეყნები ლიტერატურულ ღირებულებებს ვერ ქმნიან, ამიტომაც არ კითხულობენ სხვა ქვეყნის ლიტერატურას, ამასთანავე არსებობს პატარა ქვეყნების მკითხველების კომპლექსი რომელიც მდგომარეობს მეორე უკიდურესობაში, პატარა ქვეყნების მკითხველები ფიქრობენ რომ მათი ქვეყანა პერიფერიაა კულტურის და ახალს ძალიანაც რომ მოუნდეთ ვერაფერს ქმნიან და არ კითხულობენ საკუთარ ლიტერატურას..
ამ ფორუმზეც ვამჩნევ ანალოგიურ ტენდენციას, ძალიან მაგარი წიგნები გამოვიდა ქართულად და არაფერი არ თქმულა ამაზე, არც საბას ნომინაციაზე - "ესავის ხელი", "უკანასკნელი ცისფერყანწელი" , "ფიროსმანი" გამოვიდა ძალიან მაგარი ალბომი და ა.შ .. არცერთი სიტყვა ფორუმზე არ თქმულა..
აქედან გამოდის დასკვნა რომ ჩვენც კომპლექსიანები ვართ...
--------------------
No one writes to the colonel..
"სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი იყო ის პირველი ადამიანი, ვინც შემოღობა მიწა, თქვა: "აქაურობა ჩემია" და მოძებნა საკმარისად გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს."
|