მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ჩემპიონატის ფინალი იყო, და სტადიონზე ადრიანად მივედი. ცოტა ხანში ასე 10 სამხედრო ფორმაში ცაცმული პირი დამიჯდა გვერდზე, 2 ქართველი დანარჩენი ამერიკის დროშით, ვიფიქრე არ გავუშვებ ჩემს ინგლისურ პრაქტიკის გაკვეთილებს ხელიდან და ჩავერტე... თავიდან არ გამიმართლა უჟმური სერჟანტი თუ კაპიტანი (მოკლედ „უმფროსი“) მეჯდა გვერდზე, შემდეგ სტანდარტული ჰოლივუდური სამხედრო ფილმის გმირი, იმას კი ორი ძალიან ახალგაზრდა ტიპები და ვიფიქრე ამათთან გამოვნახავ საერთო ენასთქო, გამიმართლა იმედები... ვისაუბრეთ რაგბზე - ის მიმტკიცებდა ფუტბალი (ანუ ამერიკული ფეხბურთი) ყველაზე მაგარი რამეაო, სოკერი და ეს თამაში (რაგბი) ახლოს ვერ მივაო, მე ვუთხარი მაიცა ცოტა ხანი და თამაში მერე ვილაპარაკოთო, ის ძეგლი ვისიაო შემოსასვლეში, მე ვუთხარი ეს სტადიონი ვისი სახელობისაცაა იმისთქო, ჩვენ ეხლა არ გვიმართლებს სოკერში თორემ წარსულში დავფრინავდითქო.. არ ვიცი არ ვიციო

შიგადაშიგ მეკითხებოდა რას ყვირის ეს ხალხიო, მე ვუთხარი „დავაი“ უძველესი ქართული გამამხნევებელი სიტყვაა თქო, და აბა შენც შეძახეთქო... ხოო კულტურული ხალხიაო ამერიკელებიო რომ გითხრან არ დაიჯეროთ

მსესუმზირა არ იცოდა როგორ ეჭამა, კანიანად ჭამდა... მერე ამ ყველაფერს ძირს რატომ ვყრითო („ვყრითო“ რაა ანუ ამერიკელობა დავაკარგვინე და გავაქართველე)... ასევე მე და ჯარისკაცის დიალოგიდან:
- ამერიკა მოერევა თუ რუსეთი: რათქმაუნდა ამერიკა
- რატომ გვქვია ამერიკის შტატის სახელი
- ქართველები კარგი მებრძოლები არიან!
This post has been edited by martvileli on 15 May 2016, 22:23