Geooo, miha-miha587უკაცრავად, შემაგვიანდა ))
შევეცდები ცოტა რამ მაინც ვთქვა, თუმცა საამისო ადგილი და ფორმატი აქ არ არის.
ამასთანავე, ჩემთვის ცნობილი არაა, თუ რა პროფესიულ ენაზე უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია.
არც თქვენი ინტერესის ადრესატის ინდივიდუალური და კულტურულ-ეთნიკური იდენტობა ვიცი, არც სქესი, ასაკი, დაავადება და ა/.შ.
თუმცა, ასე საუბარი ფორუმ.ჯი-ზე მოსულა... ))
°
დღეს, ძირითადად, რამდენიმე სახის აქტიური მედიცინა არსებობს: 1. საბუნებისმეტყველო (მატერიალისტური) მედიცინა, რომელსაც აქვს ცნობიერი საყრდენი; რომლისთვისაც დამახასიათებელია ინდუქციური აზროვნება; რომელიც ყველაფერს ჰყოფს, მაგრამ ვეღარ აერთიანებს; რომელიც ცდილობს ნაწილებიდან მთელი დაინახოს, რაც შეუძლებელია; რომელიც დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს. და, რაც მთავარია, ყველა ეს პოზიცია უმრავლეს შემთხვევაში ერთმანეთის საწინააღმდეგოა... უძველესი ჭეშმარიტება «ყველაფერი საკვებია და ყველაფერი წამალია, გააჩნია რაოდენობას» სრულიად სხვა სლოგანმა შეცვალა: «ყველაფერი ყველაფრის წამალია». სოციალური ქსელებია ამის დასტური. თანაც, ის, რაც გუშინ წამალი იყო, დღეს შხამია და პირიქით. ხვალ კი ისევ შებრუნდება კარუსელი… ეს არ არის ნეგატივზე კონცენტრაცია, ეს არის მხოლოდ ფაქტების აღნიშვნა.
2. ანთროპოსოფიული მედიცინა, რომელიც ცნობიერად ეყრდნობა დედუქციურ აზროვნებას; რომელიც მთელიდან ხედავს ნაწილებს; რომელიც სულიერში იღებს სათავეს და ფიზიკურ-მინერალურისკენ მიედინება. იგი ადამიანსა და მის გარემოს ჰარმონიულ ერთობლიოობაში განიხილავს. აქ ცვლილებები მხოლოდ ეპოქისმიერი და ინდივიდუალურია.
3. ურთიერთობითი მედიცინა, რომელიც 1981 წელს მრეტმა შემოიტანა. იგი ცნობიერად ითვალისწინებს როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ანთროპოსოფიული მედიცინის მონაპოვარს და ეყრდნობა სულიერ-მშვინვიერ, ინდივიდუალურ-პიროვნულ ურთიერთობებს (რეზონანსს).
4. ალტერნატიული მედიცინა, რომელიც ეყრდნობა ძველ კულტურათა ნამუსრევებს, ხოლო მისი მკურნალობის მეთოდიკა დღეს უკვე ლატარიის თამაშს წააგავს.
5. ინტეგრირებული მედიცინა, რომელიც სინამდვილეში ეკლექტური მედიცინაა, ანუ იგი ცდილობს სხვადასხვა ძაფზე აასხას ერთი მძივი, რაც შეუძლებელია, და რაც ასევე ლატარიის თამაშს წააგავს.
თემა განხილული იქნება სხვადასხვა სახის მედიცინის პოზიციებიდან, დაცალკევებით.
°
ჩემს წინა პოსტში უკვე ვთქვი, რომ
საზოგადოდ, ნებისმიერი დაავადების პრევენცია და მკურნალობაა შესაძლებელი, მაგრამ არა მხოლოდ წამლების საშუალებით — ნებისმიერი წამალი შედეგის მკურნალობას ემსახურება და არა მიზეზის. აქ კი თავად პიროვნული ცნობიერების პრობლემასთან მივდივართ: პიროვნებას მხოლოდ წამალი სურს, თანაც უკვდავების წამალი და არა ცნობიერი ჩართულობა და ცხოვრების სტილის გადახედვა.
ერთი სიტყვით, დღევანდელმა ადამიანმა უნდა შეიძინოს შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება, იგი თავად უნდა იქცეს მკურნალად, სხვა გზა აღარ არსებობს. ამ თემაში თქვენი აქტიურობაც ამის დასტურია.
ცხადია, აქ ექიმის როლის დაკნინებაზე სულაც არაა საუბარი, პირიქით: დაინტერესებულმა ადამიანმა იმდენი ცოდნა-გამოცდილება მაინც უნდა შეიძინოს, რომ შეძლოს რეალური გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელ ექიმს მიანდოს თავისი ჯანმრთელობა.
°
საბუნებისმეტყველო მედიცინა საკვები სოდით მკურნალობის შესახებ.საკვები სოდა დღევანდელი მედიცინის აღმოჩენა არაა, იგი დიდი ხნის უკან იყო ცნობილი, როგორც ბაქტერიოციდული, ანთებისაწინააღმდეგო და სხვა თვისებების მქონე მინერალი. თუმცა, თანამედროვე საბუნებისმეტყველო მედიცინის მიერ მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღმოჩენის შემდეგ საკვები სოდის (და არა მარტო საკვები სოდის!) გამოყენებას სხვა საფუძველი და მიმართულება მიეცა.
მართალია, საკვები სოდა უამრავი დაავადების სამკურნალოდ იქნა გამოყენებული, მათ შორის ე.წ. კიბოს სამკურნალოდ, მაგრამ იგი, უმთავრესად, უშუალოდ არ ზემოქმედებს ამ დაავადებებზე.
ადამიანის ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის (დიდების ნორმა pH-7.5 / 7.7) დარღვევისას შექმნილი მჟავა გარემო იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, ხოლო საკვები სოდა გამოიყენება ამ დარღვეული ბალანსის აღსადგენად.
საკვები სოდის (NaHCO3) მაჩვენებელი არის pH-8.1 ანუ ახლოსაა ნეიტრალურ გარემოსთან, ხოლო ჩამქრალი სოდის (Na2CO3) მაჩვენებელი არის pH-11.0 ანუ გაცილებით ძლიერი ტუტეა. 60° C ტემპერატურაზე საკვები სოდა იშლება და ვღებულობთ ჩამქრალ სოდას.
გავრცელებული აზრი, თითქოს ჩამქრალი სოდის წყლიანი ხსნარი აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და საერთოდ კუჭნაწლავის სისტემას, ლაბორატორიული ცდებით არ დასტურდება.
!!! უკვე დაავადებული კუჭ-ნაწლავი თავისთავად პრობლემურია და აუცილებელია ექიმის კონსულტაციები.
!!! ჩამქრალი სოდის წყლიანი ხსნარი უნდა მიიღოთ აუცილებლად მშიერზე, ხოლო საკვები მიიღოთ 30-40 წთ. შემდეგ.
ხსნარის კონცენტრაციის შერჩევა ინდივიდუალურია, ამიტომ უმჯობესია თავიდან ჩაის კოვზის წვერით აიღოთ საკვები სოდა და ცხელი წყლით ჩააქროთ. საბოლოოდ, დღეში ორჯერ თითო ჩაის კოვზი. ზედმეტი სოდა გამოიყოფა საშარდე გზებით.
!!! ორგანიზმის რეაქციებს ყურადღება უნდა მიაქციოთ.
°
ალტერნატიული მედიცინა საკვები სოდით მკურნალობის შესახებ.ძველი ინდუსები, იყენებდნენ რა საკვებ სოდას, მკაცრად მიუთითებდნენ ორგანიზის თანდათანობითი და ხანგრძლივი შეჩვევის აუცილებელობაზე, თვით ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაშიც კი. ცხადია, ამ მხრივ გასათვალისწინებელია ძველინდური ეპოქის დრო და მისი აღმოსავლეთში მდებარეობა (გეოგრაფიული მედიცინის პოზიციიდან).
ძველი ჩინელები და იაპონელები საკვებ პროდუქტებს ჰყოფდნენ ინად და იანად. მათი სწორი კვების უმთავრესი საფუძველი იყო ინ-იან ბალანსის რეგულირება, შესაბამისი სიმპტომატოლოგიური მონაცემებით. ამ პროდუქტების სიაში იყო საკვები სოდაც.
°
ანთროპოსოფიული მედიცინა კიბოს (კანცერის), კვების საფუძვლებისა და საკვები სოდის შესახებ.ანთროპოსოფიული მედიცინის (ციტოლოგიის) საზრისით არ არსებობს კიბოს უჯრედი, როგორც ასეთი. ეს არის ჩვეულებრივი უჯრედი შესაბამისი თვისებებით. ხოლო კიბო წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც უჯრედის დიფერენციაციის ხარისხი აღარ შეესაბამება ორგანიზმის მოცემულ სისტემას / ორგანოს. ყოველივე ეს ლაბორატორიული ცდებით იქნა დადასტურებული საუკუნის უკან.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, კიბო ეს არის საზოგადოებისა და პიროვნების ჰარმონიული ურთიერთობის რღვევის შედეგი (მაგ. ასე იყო გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში) ანუ ნებისმიერი კიბო არის ანარქიული წარმონაქმნი.
კიბოს წარმოქმნის საბაბი მრავალგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ მიზეზი ერთია: იმუნური ძალების დაქვეითება. სწორედ იმუნოძალების გასაძლიერებლად შეიქმნა ფითრის პრეპარატი «ისკადორი». ეს პრეპარატი არის კიბოს პრევენციისა და საწყის ეტაპზე მკურნალობის საშუალება. იგი ასევე გამოიყენება სიმსივნის საოპერაციოდ მოსამზადებლად (სიმსივნის საზღვრების გამოკვეთა) და ოპერაციის შემდეგდროინდელი მკურნალობისას (ქიმიო- და სხივური თერაპია), უარყოფითი გვერდითი შედეგებისგან დაცვის მიზნით.
გასული საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში, საკუთარ ლაბორატორიაში, მე თავად შევქმენი ფითრის ძლიერი პრეპარატი განსხავებული ტექნოლოგიით...
ანთროპოსოფიული მედიცინის საზრისით თანამედროვე დაავადებების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის კიბოც, განპირობებულია აბსტრაქტული აზროვნებისა და არასწორი კვების გამო სისხლში მიმდინარე პროცესებით (მინერალიზაციის მაღალი ხარისხი და სხვ.).
ანთროპოსოფიული მედიცინა ადამიანს ხედავს როგორც მრავალწევროვან არსებას და საკვები პროდუქტებიც ამ წევრების შესაბამისი კუთვნილებით აქვს წარმოდგენილი. ამ ხედვით მინერალები ყველაზე გვიან შემოვიდა ადამიანის კვებაში. იგი თავის დროზე პოზიტიური მოვლენა იყო, მაგრამ დღეს უკვე ზედმეტად აძლიერებს ადამიანის მინერალურ აზროვნებას და ხელსაყრელ გარემოს ჰქმნის თანამედროვე დაავადებებისთვის, მათ შორის კიბოსთვის.
ასე რომ, საკვები სოდის, როგორც მინერალის, კიბოს თუ სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოყენება არის მხოლოდ შედეგის და არა მიზეზის მკურნალობა, შესაბამისი პოტენციური ნეგატიური მოულოდნელობებით სხვადასხვა მიმართულებით.
ერთი სიტყვით, ადამიანმა უნდა გაიცნობიეროს თავისი სულიერ-მშვინვიერ-ფიზიკური მდგომარეობა და შესაბამისი ცხოვრების სტილი.
°
საბუნებისმეტყველო მედიცინა და შენენთო გლუტეინისა და ლაქტოზის აუტანლობის შესახებ.თანამედროვე დაავადებების აბსოლუტური უმრავლესობა გამოწვეულია გლუტეინის აუტანლობით.
ასე რომ, ჯერ გლუტეინის პრობლემას მიხედეთ და არანაირი სოდა, წყალბადის ზეჟანგი, АСД და სხვ. აღარ დაგჭირდებათ.
https://www.facebook.com/notes/vazha-shenen...631734603760071https://www.facebook.com/notes/1621367388130126/https://www.youtube.com/user/ShenEntho/videos°
გთხოვთ, აქ მეტ შეკითხვას ნუღარ დამისვამთ.
დანარჩენზე, როგორც უკვე ვთქვი, თუ შეხვედრას მოაწყობთ, იქ ვისაუბროთ.
This post has been edited by Queeestion on 17 May 2016, 03:58