ამ განყოფილებაში ვართ მრავალი ადამიანი ვინც ვშოულობთ ფულს ინტერნეტით, ბევრი ნაცნობი მეთოდებით და ასევე უცნობითაც.
მე არ შემხვედრია ჯერ თემა სადაც ვინმე ეცდებოდა ამის გაზიარებას სხვისთვის, ყოველთვის თუ ვინმემ რამე გზას დაამუღამებს, არ ამხელს უმეტეს შემთხვევაში. არ გაქვთ სურვილი გაკეთდეს ამისთვის თემა და ნაცადი მეთოდები დაიდოს და ერთმანეთს ხელი შევუწყოთ? ინტერნეტ სივრცე ისეთი დიდია მეეჭვება რამოდენიმე ათეული ქართველის დამატებამ თქვენ კონკურენტები გაგიჩინოთ.
დავიწყებ ამ ერთით და იმედია სხვებიც ამყვებიან.
როგორ გავაკეთოთ 1000+$ თვეში.
ამისთვის გვჭირდება:
1: ინგლისური ენის ნორმალურად ცოდნა და საუბარი.
2: სკაიპის ექაუნტი ან ტელეფონი ზედ ცოტაოდენი თანხით, რომ განვახორციელოთ ზარები ამერიკაში.
3: ფეიფალის ექაუნტი ან ბანკის ექაუნტი, სადაც შესაძლებელია თანხის დარიცხვა თქვენთვის.
4: ვებსაიტის აწყობა, ძრავაზე და ჰოსტზე მუშაობა, საიტებთან შეხება მოკლედ;
5: და ჭიქა ყავა სანამ მივალთ წარმატებამდე

ესეიგი რას ვაკეთებთ ამისთვის მოკლე მონახაზი:
ვეძებთ ვინმეს ვისაც სჭირდება საიტი>ვაკეთებთ საიტს მათთვის>ვიღებთ თანხას
როგორ ვიპოვოთ კლიენტი:
მაგალითად ავიღოთ ამერიკა, დავგუგლოთ: Yellow Pages USA
Yellow pages არის ბაზა სადაც არის უამრავი კომპანია და წერია მათზე ყველა საჭირო ინფორმაცია, ახლა ჩვენ ვეძებთ ისეთ კომპანიას რომლებსაც სჭირდებათ საიტი რომ გაზარდონ თავიანთი რეპუტაცია ან გაყიდვები ან მოიზიდონ მომხარებელი.
მაგალითად ერთ-ერთი საიტი: Yellowpages.com, მივუთითოთ რომელიმე ამირიკის შტატი და ძებნაში ჩავწეროთ Painter, dentist ან restaurant.
ამოყრილი სიიდან თქვენ ნახავთ რომ გასწვრივ

ზოგ კომპანიას აქვს საიტი ხოლო ზოგს კი არ აქვს. ვნახულობთ ისეთს რომელსაც არ აქვს და ვიღებთ მის ტელეფონის ნომერს.
შეარჩიეთ შესაფერი დრო რომ დარეკოთ (მათი სამუშაო საათები).
კარგი იქნება თუ გექნებათ წინასწარ მომზადებული პატარა სიტყვა რითიც აუხსნით რომ სასარგებლოა მათთვის საიტი და სხვა. შემდეგ ამისთვის მოსთხოვთ 200$ რომელშიც შედის ჰოსტინგი და დომეინი. ხშირად ზოგი მთანხმდება ხოლო ზოგი არა, შემდეგ ვთხოვ მაილს რათა გადავუგზავნო დემო ვერსია საიტის და ვეუბნები ჩემს ფეიფალს თანხის გადახდისთვის.
როგორ გავაკეთოთ საიტი:
1: შევდივარ www.wix.com
2: ვაკეთებთ უფასო ექაუნტს.
3: ირჩევთ უამრავი დიზაინიდან ისეთს რომელიც შეესაბამება თქვენი კლიენტის ბიზნესს და ვიწყებთ გადაკეთებას, დახვეწას, შელამაზებას.
ძალიან მარტივი ინტერფეისია დაახლოებით მაქსიმუმ 2 საათში ვაკეთებდი თავიდან ახლა 1 საათშიც ვაკეთებ.
გაკეთებულ დემო საიტს ვუგზავნით მათ ემაილზე, მაგალითისთვის ტექსტიც:
Dear Sir/Madam,
This is “Your Name Here”, I talked to you earlier in the
morning (Or whatever it is) and as I have said you, here is
the link to the demo site that I made: “Link Here”.
As our deal and acceptance, the whole website along
with a custom domain and hosting would cost you’ll
$200, which is to be sent at “Your PayPal email here”.
Regards,
Your name here
ამის შემდეგ მაილზე 1 ან 2 დღეში მივიღებთ პასუხს თანხის დარიცხვისას და სურვილს რომ მიიღოს საიტი გარკვეულ დროში.
ამ თანხიდან ვიღებთ ჰოსტს და მათი კომპანიის შესაბამის დომეინს და გადაგყვავს ეს დემო საიტი მასზე.
რჩევები: იშოვეთ მეტი კლიენტი და მოემსახურეთ მაღალ დონეზე, რადგან 1 წლის მერე კიდევ შესთავაზოთ ჰოსტის და დომეინის განახლება.
200$ იდან დაახლოებით 100$ რჩება მოგება. არასდროს არ გადააგდოთ კლიენტი და არ მოატყუოთ>
პ.ს რამოდენიმეჯერ გავაკეთე ამით თანხა, არც ისეთი მარტივი მეთოდია მაგრამ თუ დაამუღამებთ კვირაში შეიძლება ახვიდეთ ბევრს.
რაც მთავარია სტაბილური და ლეგალურია ყველაფერი.
This post has been edited by maxozgarbi on 14 May 2016, 02:07