ბუენოს ნოჩეს ექსტრემისტას! ამ კომპოზიციას რა ქვია ხომ ვერ მეტყვით
http://vocaroo.com/i/s1cJsR550VSd ? სამგორის მეტროში ტიპები უკრავენ ამას გიტარაზე და მაგრად ასწორებს. ეგ აქამდეც კი მომისმენია, მაგრამ სახელს ვერ ვიხსენებ. ამათი შესრულება მისოწრებს მაგრად, აი ხასიათზე მოვდივარ მართლა რა.
ვაგზალზე კიდე ის ელამი ტიპი როა მაგრად მიფუჭებს კარმას, ერთი და იგივე ღლეობას ასრულებს სულ და მაგრად მგრუზავს. მესმის, რომ უჭირს და რამე ალბათ, მაგრამ სიმღერები ძაან ღლეობა აქვს და ამ ფანდურიანებმაც ტვინი წაიღეს უკვე, ზოგიერთი ისეთი სახით მღერის გეგონება ეხლა საომრად გავრდებაო, დაბერილი ვენები ყელზე და რამე. ყველაფერი მესმის რომ ესეთი ქვეყანაა და ხალხს უჭირს, მაგრამ ღლეობა შესრულებაა რა ბევრი, თორე ფული იშოვონ მაგით, მაგაზე არაფერს საწინააღმდეგოს არ ვიტყვი. რუსულად რომ მღერის კიდე გრძელი შავთმიანი ტიპი მაგას არაუშავს კიდე, მაგრამ დამგრუზველი სიმღერები აქვს რა ცოტა. კაროჩე, ერთი სიტყვით მე ეგ სამგორელი გიტარისტები მევასება რა ძაან.