რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან,საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სერგეი ლავროვის უწყება აღნიშნავს, რომ საქართველომ ეს შემთხვევა “რუსული ოკუპაციის” თემაზე ახალი პროპაგანდისტული ვარჯიშებისთვის გამოიყენა.
„როგორც ყოველთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს შემთხვევა “რუსული ოკუპაციის” თემაზე ახალი პროპაგანდისტული ვარჯიშებისთვის გამოიყენა. ამასთან, თბილისში მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს, არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს არ აქვთ ამ გულწრფელად სამწუხარო ინციდენტთან არანაირი კავშირი.
ვურჩევთ ქართულ მხარეს ადამიანის ტრაგიკული დაღუპვის გარშემო პოლიტიკიური სპეკულაციების ნაცვლად ქართულ-აფხაზური საზღვრის რაიონში, ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის განახლების ამოცანებზე გაამახვილოს ყურადღება“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დღეს ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან ე. წ მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს და საერთაშორისო საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. მოკლულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ოთხოზორიას შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას ე.წ მესაზღვრე გამოეკიდა. ერთ-ერთმა შეიარაღებულმა ოთხოზორიას ტყვია ფეხებში და მუცელში ესროლა, მოგვიანებით კი საკონტროლო გასროლით მოკლა.
http://www.ipress.ge/new/32757-rusetis-sag...stvis-gamoiyena This post has been edited by giomela12 on 22 May 2016, 10:38