ხო ტრეილერი ვნახე მეც ადრე და კაი სასაცილო რამე გამოდის ვატყობ

რაჭველების გადაჯოკრა მოინდომეს სვანებმა

2010ში გამოდის
გია კაჭარავა და სოსო ჯაჭვლიანი ახალ კომედიას იღებენ "მაიტა ნასოსი"
რეჟისორი გია კაჭარავა და სოსო ჯაჭვლიანი ახალ ქართულ კომედიას იღებენ, სახელწოდებით "მაიტა ნასოსი".
თბილისი.21.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". რეჟისორი გია კაჭარავა და სოსო ჯაჭვლიანი ახალ ქართულ კომედიას იღებენ, სახელწოდებით "მაიტა ნასოსი".
როგორც ფილმის რეჯისორმა სოსო ჟაჭვლიანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ფილმის მოვლენები სვანეთსა და ბათუმში ვითარდება, იგი ანეგდოტებსა და კომედიურ სიტუაციებზეა აგებულია.
"რამდენადაც ფილმ "სვანში" მკვლელობები იყო, ამ ფილმით შევეცდებით გავანეიტრალოთ და ვაცინოთ მაყურებელი. ფილმის გადაღება ჯერ სვანეთში, შემდეგ კი ბათუმში მიმდინარეობდა, ამჯერად თბილისში რამდენიმე სცენა დარჩა გადასაღები და წლის ბოლოსთვის, პრეზენტაციაზე დავიწყებთ მუშაობას",- განაცხადა ჯაჭვლიანმა.
პროექტის პროდიუსერი ირაკლი ჩიკვაიძეა, სცენარი ავტორები გია კაჭარავა, სოსო ჯაჭვლიანი და ირაკლი ჩიკვაიძე არიან. ფილმში ბევრი ცნობილი ქართველი მსახიობი მონაწილეობს: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, გურამ ფირცხალავა, სოსო ჯაჭვლიანი, შორენა ბეგაშვილი, ნოდარ ხუციშვილი, ჯაბა კილაძე, ხათუნა ბოკუჩავა.